logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პრემიერი: ჩვენი მიზანია, პოლიცია უფრო მეტად დაუახლოვდეს ხალხს
პრემიერი: ჩვენი მიზანია, პოლიცია უფრო მეტად დაუახლოვდეს ხალხს
14:18 31.05.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს პოლიციის პროფესიული დღე მიულოცა.
პრემიერი პოლიციის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.
მან ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის პოლიციელებს მადლობა გადაუხადა.

"საქმე, რომელსაც თქვენ ემსახურებით, უდიდეს პასუხისმგებლობასთან და მაღალ პროფესიონალიზმთან არის დაკავშირებული და ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასადაც გიწევთ მუშაობა.
ჩვენ არაერთი მაგალითი გვაქვს პოლიციელის პირადი თავგანწირვის. სამწუხაროდ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას არაერთი პოლიციელის სიცოცხლე შეეწირა. ისინი ჩვენი დროის გმირები არიან.
ჩემო მეგობრებო,
მინდა ამ საზეიმო ვითარებაში განსაკუთრებული მადლობა გითხრათ იმ წვლილისათვის, რომელიც თქვენ შეიტანეთ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის კუთხით. რომ არა უსაფრთხოება ქვეყანაში და სამაგალითო საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა, შედეგი მიუღწეველი იქნებოდა.
წელს გაფორმდა შეთანხმება საქართველოსა და ევროპოლს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გავხდით ევროკავშირის ნაწილი სამართალდაცვით სფეროში, რაც არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
დღეს ჩვენი მიზანია, გვქონდეს კიდევ უფრო მაღალი სტანდარტები. ჩვენ მაქსიმალურად უნდა მივუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტებს, სადაც თითოეული ადამიანის ინტერესების დაცვას ემსახურება სახელმწიფო და, შესაბამისად, პოლიცია.
ჩვენ ცივილიზებულ ქვეყანას ვაშენებთ და მიგვაჩნია, რომ წესრიგი მიიღწევა დანაშაულის აღკვეთითა და დამნაშავის დასჯით ისე, რომ კანონი იყოს ზედმიწევნით დაცული.
ჩვენი მიზანია, პოლიცია უფრო მეტად დაუახლოვდეს ხალხს, კიდევ უფრო გაღრმავდეს ნდობა, პოლიცია და საზოგადოება მოკავშირეებად და პარტნიორებად იქცნენ"-განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, დანაშაულზე რეაგირებისა და მისი გამოძიების პარალელურად, დიდი აქცენტი გაკეთდება დანაშაულის პრევენციაზე, მისი გამომწვევი მიზეზების შესწავლასა და აღკვეთაზე.

სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა ერთობლივი ოპერაციების მაღალტექნოლოგიური ცენტრი. ასეთი ცენტრი მსოფლიოში სულ რამდენიმე განვითარებულ ქვეყანას აქვს და ეს არის დანაშაულის პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის საქმეში ყველაზე თანამედროვე მიდგომა. მე მჯერა, რომ ასეთი რეფორმების განხორციელების შედეგად ჩვენ ძალიან მალე გვექნება ჭეშმარიტად 21-ე საუკუნის პოლიცია, რომლითაც ჩვენ ყველანი ვიამაყებთ.
ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი საქმიანობის მთავარი შემფასებელი ხალხია და არანაირი წოდება და არანაირი პრივილეგია არ არის ხალხის ნდობასა და სიყვარულზე მეტი.
დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი პროფესიონალიზმითა და ხალხის ერთგული სამსახურით თქვენს წვლილს შეიტანთ თანამედროვე ქართული ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობაში.
გისურვებთ მშვიდობას და წარმატებებს თქვენს რთულ საქმიანობაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა