ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთის
განყოფილების ოფიცრის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული სასაქონლო ზედნადებების მონიტორინგის მიზნით, გატარებული ღონისძიებების შედეგად, სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (მძიმე ტექნიკის სათადარიგო ნაწილები)სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.
ექსპერტიზის დასკვნით, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის საბაზრო-საორიენტაციო ღირებულებამ 15,795.34 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271–ემუხლისმე–7 ნაწილის შესაბამისად, შემდგომირეაგირებისმიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

















