logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს სახალხო დამცველი მუშის დაღუპვას ეხმიანება
საქართველოს სახალხო დამცველი მუშის დაღუპვას ეხმიანება
22:29 30.05.2017
საქართველოს სახალხო დამცველი თბილისში მშენებლობაზე მუშის დაღუპვას ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს.
ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ სამუშაო ადგილებზე დაშავებისა და გარდაცვალების შემთხვევებს სახელმწიფოს მხრიდან დროული და მკაცრი რეაგირება სჭირდება.
"მიმდინარე წლის განმავლობაში ეს სამუშაო ადგილზე გარდაცვალების მეშვიდე ფაქტია, რომელსაც სახალხო დამცველი საჯარო განცხადებით ეხმიანება. შემთხვევების საკმაოდ დიდი რაოდენობა მედიის მიღმა რჩება, ხოლო არსებული რეალობა კიდევ უფრო მძიმეა. ბოლო წლების მანძილზე სამუშაო ადგილებზე დაშავებისა და გარდაცვალების მაჩვენებლები ზრდადია, რაც აშკარად მიუთითებს სახელმწიფოს მხრიდან სასწრაფო და ქმედითი ზომების გატარების აუცილებლობაზე.
აღსანიშნავია, რომ საზოგადოებას არა აქვს ინფორმაცია სამუშაო ადგილებზე დაშავებისა და გარდაცვალების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების შედეგებზე. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ფაქტი გამოძიებულ იქნეს დროულად და ეფექტურად. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მოთხოვნით, საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმით (2016–2017 წლებისათვის) ერთ–ერთ მნიშნელოვან საქმიანობად განისაზღვრა სამუშაო ადგილებზე დაშავების და გარდაცვალების შემთხვევებზე სისხლის სამართლის გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზირება და პროაქტიული გამოქვეყნება. აღნიშნული საქმიანობის განხორციელება დაევალა საქართველოს მთავარ პროკურატურას, შესრულების ვადად განისაზღვრა 2016–2017 წლები, ინდიკატორად კი – „ინფორმაცია გამოქვეყნებულია სათანადო პერიოდულობით“. აღსანიშნავია, რომ მოცემული ინფორმაცია ამ დრომდე გამოქვეყნებული არ არის.
სამუშაო ადგილებზე დაშავებისა და გარდაცვალების შემთხვევებს სახელმწიფოს მხრიდან დროული და მკაცრი რეაგირება სჭირდება. ამავდროულად, სახელმწიფოს ძალისხმევა მაქსიმალურად უნდა იყოს მიმართული ამ შემთხვევების პრევენციისაკენ შესაბამისი მექანიზმების, მათ შორის ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნით"-აცხადებს ნანუაშვილი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა