ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში სკოლის მოსწავლე გოგონა საკუთარ სახლში
გარდაცვლილი იპოვნეს.
გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია თუმცა, არსებული ვერსიით, საქმე სუიციდის შემთხვევასთან გვაქვს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

















