logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პროკურატურის მუშაკები ქცევის ეთიკის ახალი კოდექსით იხელმძღვანელებენ
პროკურატურის მუშაკები ქცევის ეთიკის ახალი კოდექსით იხელმძღვანელებენ
11:04 30.05.2017
პროკურატურის მუშაკთა ქცევის მარეგულირებელი ეთიკის ახალი კოდექსი კანონიერ ძალაში შევიდა. მთავარი პროკურატურის მიერ შემუშავებული ეთიკის ახალი კოდექსი საქართველოს მთავარმა პროკურორმა ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დასამტკიცებლად იუსტიციის მინისტრს წარუდგინა, რომელიც 2017 წლის 25 მაისს დამტკიცდა და გამოქვეყნდა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ეთიკის ახალი კოდექსი, საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ მთავარ პროკურატურაში შექმნილმა სპეციალურმა ჯგუფმა შეიმუშავა, სადაც დეტალურადაა გაწერილი ის ქმედებები, რომელიც დისციპლინურ გადაცდომად ითვლება.

"გარდა ამისა, ეთიკის ახალი კოდექსი დისციპლინურ გადაცდომებს სიმძიმის ხარისხის მიხედვით ჰყოფს და აკონკრეტებს მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს ამა თუ იმ დისციპლინური დარღვევის შემთხვევაში, რაც თავის მხრივ გამჭვირვალეს ხდის დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურებს. ეთიკის ახალ კოდექსში შესული ცვლილებებით პროკურატურის მუშაკის ქმედებები კიდევ უფრო მეტად ექცევა ეთიკის ჩარჩოებში, რაც საზოგადოების მხრიდან საჯარო მოხელისმიმართ გამოცხადებული ნდობის როგორც განმტკიცებას, ასევე მის ამაღლებას შეუწყობს ხელს. ეთიკის ახალი კოდექსი მიზნად ისახავს პროკურატურის სისტემისა და ინდივიდუალური პროკურორის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას, პროფესიული ეთიკის სტანდარტისა და თანამშრომელთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მექანიზმის დახვეწას.
აღსანიშნავია, რომ პროკურატურის მუშაკთა ეთიკის ახალ კოდექსზე მუშაობის პროცესში მოხდა პროექტის გაცნობა პროკურატურის თანამშრომლებისთვის და კოდექსის შემუშავებისას მათი აზრი მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული. ეთიკის კოდექსის პროექტი მოწონებული იქნა როგორც საქართველოში მოქმედი არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, ასევე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლობის და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ექსპერტების მიერ. კოდექსის პროექტმა ასევე გაიარა ევროკავშირის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტში მონაწილე სპეციალისტთა ექსპერტიზა. თითოეულმა მათგანმა პოზიციის დაფიქსირების დროს მიუთითა, რომ მსგავსი შინაარსით ეთიკის ახალი კოდექსის მიღება და ამოქმედება საქართველოს პროკურატურის მხრიდან კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია დემოკრატიული პრინციპების, პროკურატურის თანამშრომელთა დამოქალაქეთა უფლებების დაცვის კუთხით.
ეთიკის ახალი კოდექსის შინაარსის განჭვრეტადობის და ერთიანი პრაქტიკის შემუშავების მიზნით, საქართველოს მთავარი პროკურატურა პროკურატურის მუშაკთა ეთიკის ახალი კოდექსის კომენტარების შექმნას გეგმავს"-აცხადებენ უწყებაში.

ასევე, მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს პროკურატურის მოქმედი შინაგანაწესის შეცვლისა და მისი თანამედროვე გამოწვევებთან შესაბამისობაში მოყვანის საკითხებზე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა