logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„ახალგაზრდა ადვოკატები“: უცხოელი პარტნიორები გიორგი პაპუაშვილის ევროსასამართლოში საქართველოს მოსამართლედ წარდგენაზე მუშაობენ
„ახალგაზრდა ადვოკატები“: უცხოელი პარტნიორები გიორგი პაპუაშვილის ევროსასამართლოში საქართველოს მოსამართლედ წარდგენაზე მუშაობენ
14:07 25.05.2017
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ევროსასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატი გიორგი პაპუაშვილი, სამთავრობო კომისიის წარმომადგენლებთან წინასწარ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა სამთავრობო კომისიის მიერ საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენ 5-წევრიან პრეტედენტთა სიაში მოხვდეს. აღნიშნულის თაობაზე ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, გიორგი პაპუაშვილმა ევროსასამართლოში მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში ხელმეორედ მონაწილეობის გადაწტვეტილება უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერის შემდეგ მიიღო. ორგანიზაციის შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუკი სამთავრობო კომისია გიორგი პაპუაშვილის კანდიდატურას საქართველოს მთავრობას წარუდგენს, უცხოეული პარტნიორების გავლენის საფუძველზე, არ არის გამორიცხული, საქართველოს მთავრობამ ევროსასამართლოს მოსამართლეობის 3 კანდიდატს შორის, გიორგი პაპუაშვილის კანდიდატურაც წარუდგინოს. მოცემულ შემთხვევაში, ორგანიზაცია კვლავ ხედავს პროცესის პოლიტიკური შეხედულებებით გადაწყვეტის საფრთხეს, რაც ქვეყნის იმიჯსა და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტს, მნიშვნელოვნად აზარალებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, სამთავრობო კომისიამ პრინციპული დამოკიდებულება უნდა გამოთქვას გიორგი პაპუაშვილის კანდიდატურის მიმართ და მასთან გასაუბრების დროს არ დაუშვას შერჩევითი დამოკიდებულება. იქედან გამომდინარე, რომ კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მაღალი სამოსამართლო თანამდებობის დასაკავებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან უნდა იყოს კომპეტენტური და აღიარებული სამართალმცოდნე, ჰქონდეს პროფესიით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება და მაღალი მორალური და პროფესიული რეპუტაცია, გიორგი პაპუაშვილი დადგენილი მოთხოვნებიდან ვერ აკმაყოფილებს მაღალი მორალური და პროფესიული რეპუტაციის მოთხოვნებს. სამთავრობო კომისიამ მისი კანდიდატურა ევროსასამართლოს მოსამართლეობის პირველ შესარჩევ კონკურსში სწორედ ზემოაღნიშნული კრიტერიუმებთან კონფლიქტის გამო ჩააგდო. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და ყოფილი მოსამართლე ქონებაჩამორთმეულის სახლში ცხოვრობს, აგრეთვე, აჭარის ა/რ პროკურატურაში, თაღლითობის მუხლით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმეც, სადაც სამართალწარმოება მიმდინარეობს გიორგი პაპუაშვილის მიერ მოქალაქე როლანდ ბლადაძის საკუთრებაში არსებული კიდევ ერთი ქონების - ავტოფარეხის მისაკუთრების ფაქტზე, რომელიც 2004 წელს სახელმწიფოს მოქალაქისთვის არ ჩამოურთმევია და გიორგი პაპუაშვილმა 2010 წელს, ამხანაგობის კრების საფუძველზე, ამხანაგობის თავმჯდომარის იძულების შედეგად დაირეგისტრირა. შესაბამისად, სამთავრობო კომისიის მომავალი გადაწყვეტილებები თავად განსაზღვრავს, რამდენად თავისუფალი ნების პირობებში მოხდება კანდიდატების მიმართ მხარდაჭერა და რამდენად ერთგული დარჩება სახელმწიფო გიორგი პაპუაშვილთან პირველ გასაუბრებაზე გამოთქმული პრეტენზიების ერთგული.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სამთავრობო კომსიიის ახალ წევრად მონაწილეობას იღებს ორგანიზაცია „საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია“. ორგანიზაცია ყურადღებას დაუთმობს იმ გარემოებას, რომ სიფა-ს გამგეობის წევრია ბატონი გოჩა გოგიშვილი. ბატონი გოჩა გოგიშვილი წარმოადგენს გიორგი პაპუაშვილის ინტერესების დამცველს საერთო სასამართლოებში მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ ქონებასთან წარმოებულ დავაში. შესაბამისად, „ახალგაზრდა ადვოკატები“ განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდება აღნიშნული ორგანიზაციის მიერ გიორგი პაპუაშვილის მიმართ გამოთქმულ შეფასებას და მხარდაჭერის ხარიხსს, ვინაიდან რთულია ორგანიზაციამ ობიექტური დამოკიდებულება შეინარჩუნოს გიორგი პაპუაშვილის კანდიდატურის განხილვის დროს.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, როლანდ ბლადაძის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი და გიორგი პაპუაშვილის სასარგებლოდ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებები, უკიდურესად ფორმალური ხასიათისაა, რაც გიორგი პაპუაშვილს მორალურ-ეთიკური პასუხისმგებლობისგან ვერ გაათავისუფლებს. ვიდრე როლანდ ბლადაძე ქონებრივ უფლებებში არ აღდგება, სახელმწიფო სამართლიან გადაწყვეტილებებს არ მიიღებს და გიორგი პაპუაშვილი ალტერნატიული ფართის სანაცვლოდ არ დათმობს სხვის ქონებას, მისი მაღალი მორალური და პროფესიული რეპუტაცია დაკნინებული იქნება.

ცნობისთვის: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 68 კანდიდატმა გამოთქვა. აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარსაგზავნი მოსამართლის 2016 წლის კონკურსში 47 კანდიდატი მონაწილეობდა. კანდიდატთა ხუთპირიან სიას სამდივნო გააცნობს კომისიის წევრებს, ხოლო კომისიის თავმჯდომარე კომისიის სახელით წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა