საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა,
აზერბაიჯანის მოქალაქე მ.ი.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერებისას, არადეკლარირებული, მცენარეთა ზრდის მარეგულირებელი ნივთიერება („SUPERFIX“ – 432 ცალი და იონჯას თესლი - 24,8 კგ.) აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 11 168 ლარი შეადგინა. საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსგადაეცა.

















