logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მწვანე ალტერნატივის საჩივარი დარიალი ჰესის პროექტთან მიმართებაში დაკმაყოფილდა
მწვანე ალტერნატივის საჩივარი დარიალი ჰესის პროექტთან მიმართებაში დაკმაყოფილდა
15:47 18.05.2017
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა ბანკის დამოუკიდებელმა გასაჩივრების მექანიზმის (PCM) მიერ მომზადებული ანგარიში, რომლის თანახმადაც, EBRD-მ დაარღვია საკუთარი გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკით განსაზღვრული მოთხოვნები, როცა მიიღო გადაწყვეტილება დარიალი ჰესის დაფინანსების თაობაზე.
ამ ნაბიჯით, ბანკმა გაიზიარა მწვანე ალტერნატივასა და არასამთავრობო ორგანიზაცია „სტეფანწმინდას“ მიერ საჩივარში აღწერილი დარღვევები.
PCM-ის მომზადებული დასკვნის თანახმად, EBRD-მ სათანადოდ არ შეაფასა პროექტთან დაკავშირებული გეოდინამიკური რისკები დარიალ ჰესის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (ბსგზშ) ანგარიშში. დასკვნაში აღნიშნულია, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში შეფასებული იყო მხოლოდ პროექტის განხორციელებით გამოწვეული რისკები, და არა ისეთი საფრთხეები, როგორიცაა მეწყერები და ღვარცოფები, რომელთაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას დარიალი ჰესის ინფრასტრუქტურას, მომუშავე და საპროექტო არეალში მყოფ ადამიანებს. შესაბამისად, პროექტის დაფინანსების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებით ბანკმა დაარღვია საკუთარი გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკა (შესაბამისობის სტანდარტი: 1.9).
დასკვნა ადასტურებს, რომ არ იყოს შესწავლილი ასევე მდინარე თერგში წყლის ხარჯის უახლესი მონაცემები. შესაბამისად, ბანკის გადაწყვეტილება ეფუძნებოდა მოძველებულ მონაცემებს (1990 წელი და ძველი). გამომდინარე ზემოთქმულიდან, EBRD-მ ამ შემთხვევაშიც დაარღვია საკუთარი გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკა (შესაბამისობის სტანდარტი: 1.5)
დამოუკიდებელმა გასაჩივრების მექანიზმმა მოუწოდა EBRD-ს, რომ დარიალის ჰიდროელექტროსადგურის პროექტთან მიმართებაში:
1. უზრუნველყოს, როგორც პროექტის მიერ წარმოქმნილი, ასევე პროექტისგან დამოუკიდებლად არსებული რისკების/საფრთხეების გამოვლენა და მათი ინტეგრირება ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (ბსგზშ) ანგარიშში;
2. უზრუნველყოს ბსგზშ ანგარიშში გარემოსდაცვითი მონაცემების განახლება, მათ შორის, მდინარეზე დაგეგმილი სხვა პროექტებისა ან/და კლიმატის ცვლილების ზემოქმედება მდინარეში წყლის ხარჯის ოდენობაზე;
3. აქტიურად იმუშაოს დარიალ ჰესის ინვესტორთან, რათა ამ უკანასკნელმა გაასაჯაროოს მდინარეში არსებული წყლის ოდენობის განახლებული მონაცემები; სასურველია პროექტის ექსპლუატაციის დაწყებამდე; და დაასაბუთოს რომ მდინარეში არსებული წყლის ოდენობა უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნების და კონკრეტულად, ნაკადულის კალმახის შენარჩუნებას.

მწვანე ალტერნატივამ და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაცია „სტეფანწმინდამ“ 2014 წლის 22 ნოემბერს შეიტანეს საჩივარი EBRD-ს დამოუკიდებელ გასაჩივრების მექანიზმში დარიალის ჰესისთვის კრედიტის გამოყოფის თაობაზე. საჩივარში მოსარჩლეები ითხოვდნენ დამოუკიდებელი გასაჩივრების მექანიზმისგან დარიალი ჰესის პროექტის თავსებადობის შეფასებას EBRD-ის შესაბამის გარემოსდაცვით და სოციალურ პოლიტიკებთან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა