საბაჟო-გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“ და ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის
მებაჟეო ფიცრების მიერ, არადეკლარირებული სიგარეტის (ჯამში12,900ღერი) ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სომხეთის მოქალექეებს: ხ.ს.-ს, ლ.მ.-ს, ზ.მ.-ს ჩამოერთვათ საქონელი და შეეფარდათ ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით.
კიდევ ერთ სამართალდამრღვევს, ასევე სომხეთის მოქალაქე, ვ.ა.-ს, რომელსაც არადეკლარირებული საქონელი ავტომობილის სათავსოებსა და სავარძლების ქვეშ, სათდარიგო საბურავთან ჰქონდა დამალული, შეეფარდა როგორც ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ასევე ჩამოერთვა საქონელი და კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება.

















