შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 17 მაისს თბილისში დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი
წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა აიკრძალება.
კონკრეტულად, 16 მაისის 21:00 საათიდან გადაიკეტება ვარდების მოედანი.
17 მაისს, 09:30 საათიდან კი ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის მოძრაობა აიკრძალება - თავისუფლების მოედანზე, ასევე, რუსთაველის გამზირზე და ყველა მის მკვეთ ქუჩაზე.
ავტომანქანები შემოვლითი გზით, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის გავლით, მარჯვენა სანაპიროზე იმოძრავებენ.
სატრანსპორტო მოძრაობა აქციების დასრულებისთანავე აღდგება.

















