logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: გენერალურ აუდიტორზე მომხდარი თავდასხმა პარლამენტის განსაკუთრებული მონიტორინგის ქვეშ იქნება
ირაკლი კობახიძე: გენერალურ აუდიტორზე მომხდარი თავდასხმა პარლამენტის განსაკუთრებული მონიტორინგის ქვეშ იქნება
17:03 16.05.2017
„ეს არის უაღრესად აქტუალური საკითხი. განსაკუთრებით პარლამენტისთვის. ჩვენ მივაქცევთ ამ საქმეს ყურადღებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ გარდა ცალკეული დანაშაულის გამოძიებისა, კონსტიტუციური ორგანოების სათანადო ფუნქციონირება იყოს უზრუნველყოფილი. ამას ბუნებრივია, ალტერნატივა ვერ ექნება,“- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აუდიტის სამსახურის უფროსის სავარაუდო ცემის ფაქტთან დაკავშირებით.
„გამომდინარე იქედან, რომ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი, მისი თანამდებობა, პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოს პარლამენტთან, განსაკუთრებული მონიტორინგის ქვეშ იქნება ეს საკითხი საქართველოს პარლამენტისთვის. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სამართალდამცველ სტრუქტურებს, რომ სათანადოდ გამოიძიონ ეს საქმე და ყველა დამნაშავე აუცილებლად სათანადოდ უნდა დაისაჯოს,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებითვე, კონსტიტუციური ორგანოს ერთ-ერთი ხელმძღვანელის სავარაუდო ცემის ფაქტი არის განსაკუთრებული ყურადღების საგანი და იწვევს საზოგადოების ვნებათაღელვას. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქმე სასწრაფოდ იყოს გამოძიებული. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის შექმნა ამ ეტაპზე არ განიხილება. შესაბამისი გადაწყვეტილება საგამოძიებო პროცესების მიმდინარეობისა და ტემპების შესაბამისად იქნება მიღებული.
„რაც შეეხება კომისიას. ჩვენ ჯერ უნდა შევხედოთ გამოძიების მიმდინარეობას. თუ დავინახავთ, რომ ამ პირობებშიც არის საჭირო საპარლამენტო- საგამოძიებო კომისიის შექმნა, ესეც შეგვიძლია განვიხილოთ. ჯერ ჩვენ უნდა დაველოდოთ ჩვეულებრივი საგამოძიებო პროცესების მიმდინარეობას. მთავარია სწრაფად წარიმართოს ეს პროცესი. ჩვენ თუ დავინახავთ, რომ სათანადო ტემპით არ წარიმართება გამოძიება, ამ შემთხვევაშიც , ბუნებრივია გვექნება ის რეაგირება, რაც შედის ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ საქმის იურიდიულ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით განმარტა, რომ თეორიულად შესაძლოა მხედველობაში სხვადასხვა მუხლი იყოს მიღებული, თუმცა, პარლამენტი მეთვალყურეობას გაუწევს თუ რამდენად სწორი კვალიფიკაციით წარიმართება საქმის გამოძიება.
„რაც შეეხება იურიდიულ კვალიფიკაციას, ესეც არის ჩვენი ინტერესის საგანი. არის სხვადასხვა მუხლი, რომელიც შეიძლება თეორიულად მხედველობაში მივიღოთ. თუ სამსახურებრივ მოვალეობას უკავშირდება კონკრეტული ფაქტი, ამ შემთხვევაში შეიძლება სხვა მუხლითაც დაკვალიფიცირდეს ეს ყველაფერი. ამ ეტაპზე კონკრეტული მუხლით არის აღძრული ეს საქმე. მთავარია, რომ საბოლოო ჯამში სწორი კვალიფიკაცია მიეცეს საქმეს და ესეც იქნება ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ,“-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა