logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 იუსტიციის სამინისტრო „WannaCrypt“ ვირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ავრცელებს
იუსტიციის სამინისტრო „WannaCrypt“ ვირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ავრცელებს
12:00 16.05.2017
"იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფი (CERT.GOV.GE) ყურადღებით ადევნებს თვალს „Ransomware WannaCrypt/WannaCry“ ვირუსის გავრცელებას როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში. აღნიშნული ვირუსისგან თავის დასაცავად სააგენტომ უკვე გაავრცელა ინფორმაცია კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტებისა და დარგის სპეციალისტებისათვის"-ამის შესახებ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათი რეკომენდაციით, ვირუსისგან თავის დასაცავად მნიშვნელოვანია, ორგანიზაციებმა დროულად განაახლონ ოპერაციული სისტემები, კერძოდ, ისარგებლონ კორპორაცია „Microsoft“-ის უსაფრთხოების MS17-010 ბიულეტენით რეკომენდებული განახლებით (https://technet.microsoft.com/en-us/library/security/ms17-010.aspx).

კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფი მომხმარებლებს მოუწოდებს, კომპიუტერული ვირუსის მოსაგერიებლად დაიცვან სამი რეკომენდაცია:

1. განაახლონ ოპერაციული სისტემები და პროგრამული უზრუნველყოფა;
1. არ გახსნან საეჭვო და უცნობი მისამართებიდან ელექტრონული ფოსტით მიღებული ფაილები; ასევე, ყურადღებით მოეკიდონ ნაცნობი მისამართებიდან გამოგზავნილ ფაილებს და გახსნან ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დარწმუნებული არიან მათ უტყუარობაში;
2. ყოველთვის იქონიონ მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის სარეზერვო ასლები და დარწმუნდნენ, რომ გაკეთებული ასლები არ არის დაზიანებული და მათგან შესაძლებელია ინფორმაციის აღდგენა.

ამ რეკომენდაციების დაცვა მნიშვნელოვნად ამცირებს ორგანიზაციებისა და მოქალაქეების რისკს, დაზარალდნენ კონკრეტულად „WannaCrypt“ ან ნებისმიერი სხვა კიბერვირუსისაგან.

„WannaCrypt“ ვირუსი კომპიუტერულ ქსელში 12 მაისიდან ვრცელდება. გლობალურმა ჰაკერულმა შეტევამ 150-ზე მეტი ქვეყნის 200.000-მდე ობიექტი უკვე დააზიანა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა