logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 სასამართლოში “ცენტრ-პოინტის“ საქმეზე ბრალდებული ერთი პირის საქმის განხილვა დასრულდა
სასამართლოში “ცენტრ-პოინტის“ საქმეზე ბრალდებული ერთი პირის საქმის განხილვა დასრულდა
15:57 15.05.2017
თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლებაში დახმარების, დიდი ოდენობით თანხების უკანონო მითვისების და ქონების გადამალვის ფაქტებზე „ცენტრ-პოინტის“ საქმეზე ბრალდებულ ი.ც.-ს საქმის განხილვა დასრულდა.
ი.ც.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება მდგომარეობდა შემდეგში: 2010 წლის 7 სექტემბერს ერთის მხრივ მაია რჩეულიშვილს, ვახტანგ რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს, ხოლო მეორეს მხრივ შპს „დექსუსს“ შორის გაფორმდა საკუთრების მინდობის ხელშეკრულება, რომლითაც შპს „დექსუსს“ მართვისა და განკარგვის უფლებით გადაეცა „ცენტრ პოინტის“ საკუთრებაში არსებული აქტივები.
2013 წლის 4 მარტს მაია რჩეულიშვილმა, რუსუდან კერვალიშვილმა და ვახტანგ რჩეულიშვილმა შპს „დექსუსისგან“ მოითხოვეს საკუთრების მინდობის ხელშეკრულების გაუქმება და გადაცემული აქტივების დაბრუნება. იმისთვის, რომ თავიდან აცილებულიყო სრული აქტივების დაბრუნება, 2013 წლის 5 და 7 მარტს ი.ც-მ გააფორმა თვალთმაქცური გარიგებები, რომლითაც დაახლოებით 2 000 000 აშშ დოლარის ღირებულების აქტივი უსასყიდლოდ გადაეცა შპს „დექსუსს“. შემდგომში, აღნიშნული ქონება, ვალდებულებებისგან თავიდან არიდების მიზნით, შეტანილ იქნა შპს „დექსუსის“ მიერ დაფუძნებული კომპანიის - „ალიანს კაპიტალის“ საწესდებო კაპიტალში.
საქმის სასამართლოში მიმდინარეობისას ი.ც.-მ გამოთქვა მზაობა აენაზღაურებინა მისი ქმედების შედეგად გამოწვეული ზიანი, რაც მდგომარეობდა მის მიერ 2013 წლის მარტის თვეში ქონების გადამალვის გზით დაუფლებული შპს „ცენტრ-პოინტ ჯგუფის“ საკუთრებაში შემავალი დაახლოებით 2 000 000 აშშ დოლარის ღირებულების 23 დასახელების ქონების დაბრუნებაში, რაც საშუალებას მისცემდა შპს „ცენტრ-პოინტ ჯგუფი“-ს ხელმძღვანელ პირებს აღნიშნული ქონებები წარემართათ სამშენებლო სამუშაოების დასრულებისთვის.
"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ როგორც არაერთხელ აღინიშნა, ე.წ. შპს „ცენტრ-პოინტის“ საქმეზე საქართველოს პროკურატურა ბრალდებულების მხრიდან დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურების შემთხვევაში, გამოხატავდა მზაობას მათთან გაეფორმებინა საპროცესო შეთანხმება. შესაბამისად ი.ც.-ს მიეცა თანხმობა, რომ მისი მხრიდან განცხადებაში დაფიქსირებული პირობის შესრულების შემთხვევაში მასთან გაფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება.
იმის გათვალისწინებით, რომ ი.ც.-მ სრულად დაუბრუნა შპს „ცენტრ-პოინტ ჯგუფს“ ზემოხსენებული 23 დასახელების ქონება, საქართველოს პროკურატურასა და ბრალდებულ ი.ც.-ს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რაც დამტკიცდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 მაისის განაჩენით, რომლის მიხედვითაც ი.ც. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25, 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (,,ცენტრ-პოინტი ინვესტის“ ეპიზოდი), ამავე კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (,,ცენტრ-პოინტი ინვესტის“ ეპიზოდი; ,,თანამედროვე ფასეულობათა ინვესტიციების“ და ,,ფროფერთი ინვესტის“ ეპიზოდი), და 205-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და მე-3 ნაწილით (ქონების გადამალვის ეპიზოდი), გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა.
აქვე საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ საქართველოს პროკურატურა აქტიურად აგრძელებს შპს „ცენტრ-პოინტ ჯგუფი“-ს შემადგენლობაში შემავალი კომპანიების საქმიანობის შესწავლას, რა დროსაც გამოიკვეთა ყოფილი დირექტორების მხრიდან მენაშენეთა მიერ შეტანილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტები, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მათ მიერ სრულად იქნა ანაზღაურებული ზიანი მთლიანობაში 441 000 ლარის ოდენობით, რაც შეიძლება გამოყენებული იქნას დაუსრულებელი მშენებლობების დასამთავრებლად. ზემოხსენებულ პირებთან გაფორმდა განრიდება და გამოტანილ იქნა დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების შესახებ"-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა