logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მერაბ ლომიძისა და თეა ძიმისატრაშვილის მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში ჩართვაზე იუსტიციის საბჭოს მიმართავს
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მერაბ ლომიძისა და თეა ძიმისატრაშვილის მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში ჩართვაზე იუსტიციის საბჭოს მიმართავს
13:08 11.05.2017
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის მოსამართლეების: მერაბ ლომიძისა და თეა ძიმისტარაშვილის მონაწილეობის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესს საბჭოს მოუწოდებს, მათი დანიშვნის გადაწყვეტილების მიღების პროცესში, აღნიშნული მოსამართლეების მიუკერძოებლობისა და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფლების თაობაზე, შესაბამისი კითხვები დაისვას.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, მოსამართლეებმა მერაბ ლომიძემ და თეა ძიმისტარაშვილმა ვერ შეძლეს სისტემური დანაშაულების ჩადენის საქმეებზე სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილებების მიღება, სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფა და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განხორციელება. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მერაბ ლომიძემ და თეა ძიმისტარაშვილმა განიხილეს მთავრობის სახით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 2007-2016 წლებში, გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებაზე მხარის სააპელაციო საჩივარი, 2017 წლის 15 მარტის განჩინებით კი, როლანდ ბლადაძის სასარჩელო მოთხოვნები, არ დაკმაყოფილდა. ორგანიზაციის შეფასებით, მოსამართლეების განჩინება არამხოლოდ დაუსაბუთებელი, არამედ უკანონოა. ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში, პირველად მოხდა, როდესაც უძრავი ქონების არაკეთილსინდისიერი შეძენისა და ფლობის სასარჩელო მოთხოვნის განხილვა მოხდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. მოსამართლეებმა, ამ თვალსაზრისით არ იმსჯელა როლანდ ბლადაძის მოთხოვნაზე, საქმე ხელახალი განხილვისთვის დაბრუნებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს და განსჯადობით განეხილა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ პალატამ მერაბ ლომიძისა და თეა ძიმისტარაშვილის შემადგენლობით, სრული იგნორირება გაუკეთა საქმის კიდევ ერთ მთავარ გარემოებას - საქართველოს მთავარი პროკურატურის 2013 წლის 12 აპრილის დადგენილებას, რომლის საფუძველზეც როლანდ ბლადაძის მიმართ, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო წარმოებული სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა, გაუქმდა ძებნა და დაპატიმრების ბრძანება. სწორედ აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზეა დადასტურებული გარემოება, როდესაც ბათუმში, როლანდ ბლადაძეს ერთადერთი საცხოვრებელი ბინა დანაშაულის არარსებობის პირობებში უკანონოდ ჩამოართვეს და პოლიტიკური გუნდის წევრს, იმჟამად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს გადასცეს. მოსამართლეებმა როლანდ ბლადაძის უდანაშაულობა და ქონების ჩამორთმევის უკანონო აქტი შეფასების გარეშე დატოვეს და პრიორიტეტი მიანიჭეს ქონების ჩამორთმევის თაობაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში არსებობას და გიორგი პაპუაშვილის საკუთრების უფლების დამადასტურებელი ამონაწერის უტყუარობის პრეზუმციას. მოსამართლეებმა მიზანმიმართულად არ გაიზიარეს იურიდიული სინამდვილე - 2004 წლის სასამართლო გაადწყვეტილების გაუქმებისთვის ქართულ კანონმდებლობაში სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს, ვინაიდან მისი ბათილად ცნობისთვის 2009 წლის მდგომარეობით გავიდა 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადა, ხოლო როლანდ ბლადაძემ 2013 წლის პროკურატურის დადგენილების საფუძველზე შეძლო დაემტკიცებინა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერში გიორგი პაპუაშვილი ჩამორთმეული ქონების არაკეთილსინდისიერი მფლობელი და მესაკუთრეა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონება ერთადერთი საქმე არ არის, რომელზედაც მოსამართლე მერაბ ლომიძემ მიკერძოებული და პოლიტიკური გავლენის მქონე გადაწყვეტილება მიიღო. 2012 წლის 14 აგვისტოს, მოსამართლემ კანონიერ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურ მდივან კახი კალაძეს 16 მილიონ 944 ათას 960 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. 2015 წლის 17 ივლისის განჩინებით, არ დააკმაყოფილა მოქალაქის სააპელაციო საჩივარი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, ტაბიძის ქუჩაზე მრავალსართულიანი ბინის მშენებლობის კანონიერების თაობაზე, სადაც მოსამართლემ მოწმის სახით დაკითხული ექპერტის ჩვენება მშენებარე კომპანიის სასარგებლოდ განმარტა, საქმეში იკვეთება საჯარო მოხელეების ინტრესები და გავლენა, რის გამოც, მოსამართლის მიმართ, საჩივარი შეტანილია საქართველოს მთავარ პროკურატურაში. მანვე 2016 წლის 15 ივლისს განიხილა და არ დააკმაყოფილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანის კერძო საჩივარი სარჩელის წარმოებაში მიღების თაობაზეც, რომლითაც მოსარჩელე გათავისუფლების გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვდა. ამასთან, არაერთ გახმაურებულ გადაწყვეტილებაში მონაწილეობდა მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილიც. მერაბ ლომიძესთან ერთად, აღნიშნულმა მოსამართლემ 2012 წლის აგვისტოში განიხილა „ქართუ ბანკის" 8 თანამშრომლისა და მაშინდელი კოალიცია „ქართული ოცნების" 8 წარმომადგენლის სააპელაციო საჩივრები და უკანონო შემოწირულობის განხორციელების მოტივით, 16 პირის დაჯარიმების შესახებ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებები ძალაში დატოვა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში მოქმედი მოსამართლეების მიმართ მკაფიო, მყარი და კრიტიკული პოზიცია უნდა დაიჭიროს, რაც აისახება მართლმსაჯულების მიუკერძოებლად განხორციელებასა და ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხზე. სისტემამ მართებულად უნდა დასვას საკითხი, რამდენად უწყობს ხელს სასამართლოს საზოგადოებრივ ავტორიტეტსა და ნდობას სისტემაში ისეთი მოსამართლეების დატოვება და საქმიანობა, რომლებიც გადაწყვეტილებებს საჯარო ინტერესისა და კანონის რეალური მოთხოვნათა გვერდის ავლით იღებენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა