logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„ახალგაზრდა ადვოკატები“ კომპანია „ფრესკოსთან“ სასამართლო დავაში ჩართვაზე განცხადებას ავრცელებს
„ახალგაზრდა ადვოკატები“ კომპანია „ფრესკოსთან“ სასამართლო დავაში ჩართვაზე განცხადებას ავრცელებს
15:06 10.05.2017
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები” კომპანია „ფრესკოს“ მიმართ სამართლებრივ დავაში წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით ჩართვის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საზოგადოებას აცნობებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, მოსამართლე ასმათ კოხრეიძის მონაწილეობით, განიხილება შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ სარჩელი ახალგაზრდა უფლებადამცველის, გიორგი ლაბაძის მიმართ. დავის საგანს წარმოადგენს საქმიანი რეპუტაციის შემლახველი, ცილისწამების შემცვლელი, ცრუ ინფორმაციის უარყოფა, სასარჩელო მოთხოვნებს კი, გიორგი ლაბაძის მიმართ დავალების განხორციელება „ფეისბუქის“ კუთვნილ გვერდზე:
„ჟამთასვლა ფოტოსურათებზე“ უარყოს 2017 წლის 7 თებერვლიდან 10 თებერვლის ჩათვლით, გახმაურებული ცნობები კომპანიაში შრომითი უფლებების დარღვევის თაობაზე, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, გადაცემა: „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებით“ გამოქვეყნებული წერილების ნამდვილობა, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება და კომპანიის მხრიდან სარჩელის წარმოებისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარის ანაზღაურება. ამასთან, კომპანია სასამართლოს წინაშე აყენებს შუამდგომლობას საქმეზე მოწმის სახით იქნეს დაკითხული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი, ლევან ჟორჟოლიანი, საფუძვლად კი აღნიშნულია, რომ მოწმე დაწვრილებით განმარტავს, თუ რა სურათი დახვდა არაგეგმიური შემოწმებისას კომპანიაში.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ დავის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, ყურადღებას დაუთმობს სარჩელის აღძვრის რამდენიმე მოტივაციას. კერძოდ, კომპანია აღნიშნავს, რომ „მაშინ, როდესაც ქვეყნის საერთო ეკონომიკური მდგომარეობა ისედაც კრიზისშია და ე.წ. „ქამრების შემოჭერის“ რეჟიმშია ქვყანა გადასული, მაშინ, როდესაც ერთმანეთის მიყობეით კოტრდება და იხურება არაერთი კომპანია, რის შედეგადაც დღითიდღე იზრდება დაუსაქმებელი ადამიანების რიცხვი, აბსოლუტურად გაუმართლებელია მოგონილი და დაუდასტურებელი ინფორმაციების გამოყენებით შეუტიო ისეთ ძლიერ კომპანიას, როგორიცაა შპს ფრესკო შოპინგ ცენტრი“, რომელიც უზრუნველყოფს 1000-მდე ადამიანის დასაქმებას“, „მოპასუხე მხარე პასუხისმგებელი უნდა გახდეს მის მიერ გავრცელებულ ცილისწამებაზე და კომპანიის იმიჯის შელახვაზე, რაც მიგვაჩნია, რომ კეთდება ვიღაცის დაკვეთით“, „იგი იმდენად აქტიურად არის ჩართული პიროვნულად და არა როგორც რომელიმე ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომ ეჭვიც კი გვიჩდება შესაძლოა მატერიალური დაინტერესება აქვს თუნდაც ჩვენი კონკურენტი კომპანიებისგან. აღნიშნულ ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ იგი იღებს ინიციატივას, მოიძიოს თუნდაც ჩვენი ყოფილი თანამშრომლები, რომლებსაც კომპანიის საზიანოდ ხან ტელეეკრანის, ხან კი ფეისბუქის საშუალებით ალაპარაკებს. მიუხედავად არაერთი მისი მოწოდებისა და გამოსვლებისა, მან ვერ ნახა ვერცერთი ამჟამად მომუშავე თანამშრომელი, რომელსაც დააპირისპირებდა ჩვენს კომპანიასთან ან აუგს ათქმევინებდა სამსახურის მიმართ“.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საზოგადოების საყურადღებოდ აღნიშნავს, რომ კომპანიის მხრიდან წარმოდგენილი სარჩელი სასამართლოში რეგისტრირებულია 2017 წლის 13 მარტს. ორგანიზაცია, რომელიც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების სფეროში არსებულ დავებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან გამოცდილებას ფლობს, კომპანიის სამართლებრივ პრეტენზიებთან დაკავშირებით, არავითარ კომენტარს არ გააკეთებს და დავის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საკითხს საზოგადოების მსჯელობის საგნად მიიჩნევს. იქედან გამომდინარე, რომ გიორგი ლაბაძე 2017 წლის 1 მაისიდან ორგანიზაციის საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიმართულებას ხელმძღვანელობს, ორგანიზაცია წარმოებულ დავას სტრატეგიული სამართალწარმოების საქმედ განიხილავს. გიორგი ლაბაძის ინტერესებს სასამართლოში უშუალოდ „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი დაიცავს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა