logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს პატიმართა უფლებების სავარაუდო დარღვევის გამო გამოძიების დაწყებას სთხოვს
სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს პატიმართა უფლებების სავარაუდო დარღვევის გამო გამოძიების დაწყებას სთხოვს
11:45 26.06.2012
საქართველოს სახალხო დამცველმა მთავარ პროკურორს ქსნის #15 დაწესებულების ე.წ ახალ ნაწილში პატიმართა უფლებების სავარაუდო  მასობრივი დარღვევების გამო გამოძიების დაწყების რეკომენდაციით მიმართა. ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებიდან ირკვევა, სახალხო დამცველის წარმომადგენლები ქსნის დაწესებულებაში განთავსებულ რამდენიმე ასეულ პატიმარს შეხვდნენ, რომლებიც მათი უფლებების დარღვევის ფაქტებზე საუბრობენ.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მსჯავრდებულები აცხადებენ, რომ მათ მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, სხვადასხვა სახის ძალადობას და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ფაქტები ხშირია. ასევე, ხშირია მცირედი გადაცდომისთვის დასჯის უკანონო მეთოდების გამოყენება.
„ამას გარდა დაწესებულებაში ხშირად არ მუშაობს ტელეფონი, პატიმრებს არ მიეწოდებათ პრესა და არ აქვთ რადიო მიმღებები. პატიმრები რამდენიმე პირს ასახელებენ, რომლებიც მათი უფლებების დარღვევებში უშუალოდ მონაწილებენ, მათ შორის, დაწესებულების ხელმძღვანელი შოთა თოლორდავა, მისი მოადგილე, ასევე, დიმა ჩხაიძე, ლევან ლეჟავა, გელა იოსავა და ვინმე უჩა“ - ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, მათი მისამართით გამოგზავნილ განცხადებას ხელს 693 მსჯავრდებული აწერს.
მათივე ინფორმაციით, 2012 წლის 23 და 24 ივნისს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა კვლავ მოინახულეს ქსნის #15 დაწესებულების მსჯავრდებულები.
„როგორც აღმოჩნდა, 28 მსჯავრდებული, რომლებმაც დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის გამო პროტესტი ყველაზე აქტიურად გამოთქვეს, 24 ივნისს, დილის საათებში ქსნის დაწესებულებიდან თბილისის #1 დახურული ტიპის დაწესებულებაში გადაიყვანეს. მათი გადაყვანის მიზეზი ადმინისტრაციამ არ განმარტა“ - აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.
მათივე თქმით, ქსნის #15 დაწესებულების მსჯავრდებულები სახალხო დამცველს კოლექტიური თუ ინდივიდუალური საჩივრებით 2010 წელსაც ხშირად მიმართავდნენ, რომლებიც თანამშრომლების მხრიდან ცემისა და შეურაცხყოფის ფაქტებს შეეხებოდა.
განცხადების თანახმად, მსჯავრდებულები ყველაზე ხშირად დაწესებულების რამდენიმე თანამშრომელს, მათ შორის, ლევან ლეჟავას და გელა იოსავას ასახელებდნენ. ისინი აღნიშნავდნენ, რომ მათ მიერ დასახელებული პირები განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა