წამების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“, მოძრაობა „არა“ და პატიმართა უფლებების დაცვის
საქველმოქმედო ფონდი ბრიფინგს გამართავენ. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ პრესსამსახურიდან აცნობეს.
ბრიფინგზე საუბარი შეეხება საქართველოში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებს. კონკრეტულად კი - 27 წლის ბათუმელ რაულ დუმბაძეს, რომელმაც საპატიმროში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
„სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ინფორმაციით, რაულ დუმბაძის დაპატიმრებაც და თვითმკვლელობაც ბურუსით მოცულია და აჭარაში გავრცელებულ ტრეფიკინგს უკავშირდება.
ბრიფინგს გარდაცვლილი პატიმრის ადვოკატიც დაესწრება.

















