logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კახიშვილი დეპუტატებთან ერთად ქალ მსჯავრდებულებს შეხვდა
კახა კახიშვილი დეპუტატებთან ერთად ქალ მსჯავრდებულებს შეხვდა
16:51 02.05.2017
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძესა და კომიტეტის წევრ დეპუტატებთან ერთად N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებს შეხვდა.
მინისტრმა კანონმდებლებთან ერთად მსჯავრდებულებს პატიმრობის კოდექსსა და მის თანმდევ კანონებში ცვლილებათა პაკეტის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. კახა კახიშვილის განცხადებით პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაამტკიცა, სასჯელის აღსრულების სფეროში არაერთი უპრეცედენტო სიახლის დანერგვას ითვალისწინებს. მათ შორის: პენიტენციურ სისტემაში იქმნება სრულიად ახალი ტიპის - გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; არასაპატიმრო სასჯელის სახე შინაპატიმრობა სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც ინერგება; მსჯავრდებულ დედებს, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებაში სამ წლამდე ასაკის შვილთან ერთად იმყოფებიან, უფლება მიეცემათ სამი წლის ასაკის მიღწევის გამო, ბავშვის დაწესებულებიდან გაყვანის შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში უქმე დღეებში დროებით დატოვონ პენიტენციური დაწესებულება; იცვლება უვადოდ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის გადასინჯვის საკითხი; ასევე, იხვეწება მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის თაობაზე ადგილობრივი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი. შეხვედრა ინტერაქიულ რეჟიმში წარიმართა. კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით მინისტრმა და დეპუტატებმა მსჯავრდებულების პოზიციებიც მოისმინეს. მსჯავრდებულებმა შეხვედრის მონაწილეებს მათთვის საინტერესო თემებზე შეკითხვები დაუსვეს. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის განცხადებით მნიშნელოვანია, როდესაც მისი კომიტეტის წევრები მინისტრთან ერთად უსმენენ მსჯავრდებულებს.
„პირადად ამ ადამიანებისგან მოვისმინეთ პოზიცია რეფორმებთან დაკავშირებით, მიხარია რომ სწორედ ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც უზრუნველყო ამ ადამიანების უფლებების დაცვა ევროპული სტანდარტებით. რა თქმა უნდა არსებობს გამოწვევები, თუმცა ჩვენ რეფორმებს აუცილებლად გავაგრძელებთ,“-განაცხადა სოფიო კილაძემ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ვანო ზარდიაშვილის განცხადებით დაწესებულებაში მათი ვიზიტის ძირითადი მიზანი ვითარების ადგილზე გაცნობა და კონკრეტულ საკითხებზე თავად მსჯავრდებულების მოსაზრებების მოსმენა იყო.
ცვლილებათა პაკეტი ბოლო წლებში დაწყებული სისტემური რეფორმების გაგრძელებაა და მისი მიზანია პენიტენციური სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან მაქსიმალური დაახლოება, ადამიანის უფლებათა და სარეჟიმო პირობების დაცვის უზრუნველყოფა, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა