logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით სესიაშვილთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
დავით სესიაშვილთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
14:45 02.05.2017
საქართველოს მთავარი პროკურატურა ეხმაურება სოციალური ქსელებით და რიგი მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, პარლამენტის წევრის, ირაკლი სესიაშვილის შვილი ქურდობაშია ეჭვმიტანილი, და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" უცვლელად გთავაზობთ:

"საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს გამოვეხმაუროთ ქურდობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების საქმეში მოქალაქე დავით სესიაშვილის თითის ანაბეჭდების არსებობის ფაქტს.

საქმე ეხება 2015 წლის 5 მარტს, ავტომანქანიდან ხელჩანთის ქურდობის ფაქტს. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დაზარალებული თამარ წილოსანი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისში, სიონის ქუჩაზე მდებარე საგამოფენო ცენტრ ,,ქარვასლაში“. შენობაში შესვლამდე მან საკუთარი ხელჩანთა მეგობრის, ნიკოლოზ სანაიას იქვე მდგარ ავტომანქანაში დატოვა. საგამოფენო ცენტრიდან გამოსვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ გამოძიებით დაუდგენელი პირი, ნიკოლოზ სანაიას ავტომანქანიდან ფარულად დაეუფლა დაზარალებულის ხელჩანთას და მასში არსებულ ნივთებს, რომელთა ღირებულებაც 150 ლარს შეადგენს.

მომხდარი დანაშაულის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება შსს ძველი თბილისის სამმართველომ დაიწყო. გამოძიებამ სხვა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან ერთად, ზემოხსენებული ავტომანქანის უკანა მარცხენა ფრთისა და უკანა მარცხენა კარის გარე ზედაპირიდან ამოიღო თითის კვლები, საიდანაც ორი თითის ანაბეჭდი მოქალაქე დავით სესიაშვილის თითის ანაბეჭდების იდენტური აღმოჩნდა.

ჩატარებული გამოძიებით მოწმეთა და თვით დაზარალებულის ჩვენებებით დადგენილია, რომ დავით სესიაშვილი არის ავტომანქანის მფლობელი ნიკოლოზ სანაიას ბავშვობის მეგობარი და დაზარალებულ თამარ წილოსანის ნაცნობი. ნიკოლოზ სანაიას განმარტებით, მის მფლობელობაში არსებული „Volkswagen Vento“-ს მარკის ავტომანქანით ხშირად სარგებლობდა დავით სესიაშვილი, მათ შორის იმ პერიოდში, როცა მოხდა დანაშაული, იგივე დაადასტურა დ.სესიაშვილმა და განმარტა, რომ ვინაიდან იგი ხშირად სარგებლობდა ხსენებული ავტომანქანით, ამიტომაც არსებობდა მისი თითის ანაბეჭდები ავტომანქანაზე. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ იმ დროს, როდესაც 2015 წლის 05 მარტს 19:00 საათიდან 20:00 საათამდე პერიოდში სიონის ქუჩაზე, რომელიც არის ძველი თბილისის რაიონის ტერიტორიაზე, მოხდა ზემოხსენებული დანაშაული, დავით სესიაშვილი მის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის მომსახურე ანძების მიხედვით იმყოფებოდა ვაკე-საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე.

ამდენად საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობა გამორიცხავს დანაშაულის ჩადენის დროს დავით სესიაშვილის დანაშაულის ჩადენის ადგილზე ყოფნას და მის რაიმე კავშირს თ. წილოსანის ჩანთის ქურდობის ფაქტთან.

საქმეზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რათა დადგენილ იქნას ქურდობის ჩამდენი პირი"-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა