logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„ახალგაზრდა ადვოკატები”: სასამართლოს შეურაცხყოფა მიუღებელია, სასამართლომ არ უნდა შეზღუდოს კრიტიკაც
„ახალგაზრდა ადვოკატები”: სასამართლოს შეურაცხყოფა მიუღებელია, სასამართლომ არ უნდა შეზღუდოს კრიტიკაც
12:32 02.05.2017
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები” სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციის ნებისმიერ მცდელობას დაუშვებლად მიიჩნევს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელთა პოზიციები არ იყო თანხვედრი, ერთიანი და მომზადებული, რომელიც სასამართლოს და მოსამართლის შეურაცხყოფის ფაქტებთან დაკავშირებით, კონკრეტული სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხზე მსჯელობას შეეხებოდა, რამაც საზოგადოებაში მოსალოდნელი გაურკვევლობა და საწინააღმდეგო შეფასებები გამოიწვია. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სისტემა საზოგადოებას სთავაზობს სტრატეგიას, რომლის მიზანია, შეიქმნას ცხადი ხედვა, თუ რა მიმართულებით სურს სისტემას განვითარდეს მომდევნო 5 წლის განმავლობაში და რა ტაქტიკური ნაბიჯები უნდა გადაიდგას დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის, ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და სანდოობის მიმართულებით. შესაბამისად, ნებისმიერი მსჯელობა, რომელიც სასამართლოს საჯარო კრიტიკის შეზღუდვის მიზანს მოემსახურება, სასამართლო სისტემის მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებას შეაფერხებს და სასამართლო სათანადო ავტორიტეტიც ვერ იქნება საზოგადოებაში წარმოდგენილი, რაც დაუშვებელია.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, დაუშვებელია მოსამართლის შეურაცხყოფა და ამ თვალსაზრისით, ჩვენ გულგრილად არ უნდა დავტოვოთ დოკუმენტში წარმოდგენილი გამონათქვამების ხარისხი და მიზანი, ვინაიდან ბევრი მათგანი, ნამდვილად შეურაცხმყოფელია. ორგანიზაციისთვის მიუღებელია ნებისმიერი პროფესიის ადამიანის ან ინსტიტუციის შეურაცხყოფა, ლანძღვა და დაუმსახურებელი კრიტიკაც კი. საზოგადოება უნდა ჩამოყალიბდეს და შეთანხმდეს სამოქალაქო კულტურის სტანდარტზე. ამ თვალსაზრისით, კატეგორიულად მიუღებელია სასამართლოს სისტემის ან ადვოკატთა კორპუსის ან რომელიმე ინსტიტუციის შეურაცხყოფის დაშვება. დემორალიზებულ სისტემაში შეუძლებელია ყველაზე მაღალი მიზნის - ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა. ამდენად, მისაღებია სასამართლო სისტემის წარმომადგენელთა პრეტენზიები პროფესიული ღირსების დაცვისთვის, თუმცა ორგანიზაცია არ ეთანხმება მიდგომას - პროცესის მონაწილე მხარის ზღვარგადასული გამონათქვამები განზოგადდეს და აღნიშნული საფუძველი გახდეს დაწესდეს სანქციები, რითაც პირდაპირ შეიზღუდება ყველაზე მაღალი კონსტიტუციური პრინციპი და საზოგადოებრივი სიკეთე - გამოხატვის თავისუფლება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, კატეგორიულად მიუღებელია სასამართლოს კრიტიკის ფარგლებში, მისი ხარისხის მიუხედავად, სამართლებრივი პასუხისმგებლობა გახდეს კრიმინალიზირებული ან საკანონმდებლო დონეზე შემოღებულ იქნეს ადმინისტრაციული სანქციები. მოსამართლეების მიმართ კრიტიკა არ უნდა შეიზღუდოს, ეს კი მათი შეურაცხყოფის გზითაც არ უნდა ხდებოდეს. ამდენადც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინადადება უნდა დაზუსტდეს. საჭიროა საზოგადოება გაეცნოს ინიციატივას დოკუმენტის სახით და არსებობდეს დისკუსიის და მსჯელობის საშუალება, მათ შორის ჟურნალისტური კორპუსის მონაწილეობით. საკითხის განხილვაში მონაწილეობა უნდა მიიღონ სფეროს საერთაშორისო ექსპერტება და ადვოკატთა კორპუსმა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიიჩნევს, რომ მედიას აკისრა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ფუნქცია, თუ როგორ გახდეს სასამართლო უკეთესი. ორგანიზაციის აზრით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ იჩქარა, როდესაც არ მოახდინა შემუშავებული დოკუმენტის მედიის წარმომადგენლებთან გაცნობა და სამუშაო შეხვედრის დაგეგმვა ამ მიმართულებით. კარგი იქნება, თუკი დოკუმენტი, რომელიც გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში სასამართლოს შეურაცხყოფის ფაქტების დადგენას ითვალისწინებს, ჟურნალისტური კორპუსის მონაწილეობით, ერთობლივად შეიქმნება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა