logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
17:24 01.05.2017
პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს. ცვლილებები დეპუტატებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე დარახველიძემ წარუდგინა. დეპუტატებმა სხდომაზე „პატიმრობის კოდექსსა“ და მის თანმდევ კანონებში ცვლილებებზე მუხლობრივად იმსჯელეს.

ამასთან, მეორე მოსმენაზე პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ, კონსულტაციების შედეგად შეჯერებული რამდენიმე სიახლეც იქნა წარდგენილი, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას შეფასებით, უფრო ჰუმანურია.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ავტორობით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიზანია საქართველოს პენიტენციური სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა; სისტემაში ადამიანის უფლებათა და სარეჟიმო პირობების დაცვის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა; პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობა.

„პატიმრობის კოდექსსა“ და მის თანმდევ კანონებში ცვლილებების თანხმად, პენიტენციურ სისტემაში არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე შემოდის: იქმნება სრულიად ახალი ტიპის გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; არასაპატიმრო სასჯელის სახე შინაპატიმრობა სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც ინერგება; დაბალი რისკის, გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთისა და არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდის პერიოდში უმაღლესი განათლების მიღების უფლება ექნებათ; კონკრეტული კატეგორიის მსჯავრდებულ დედებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების უფლება ენიჭებათ; იცვლება უვადოდ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის გადასინჯვის საკითხი; განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს ხანგრძლივი პაემნის უფლება მიენიჭება; ასევე, განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს თვეში ორი სატელეფონო საუბრის უფლება ექნებათ, მოქმედი რედაქციით მათ მხოლოდ ერთი სატელეფონო საუბრის უფლება აქვთ 10 წუთის ხანგრძლივობით, ცვლილების შედეგად, საუბრის ხანგრძლივობა 10-დან 15 წუთამდე გაიზრდება; მცირდება დისციპლინური პატიმრობის ვადები და სხვა.

საკომიტეტო განხილვისას, დეპუტატებმა, ასევე, სახალხო დამცველისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები წარადგინეს, ასევე, დაზუსტდა კონკრეტულ საკითხთა ფორმულირებები. კომიტეტმა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. „პატიმრობის კოდექსსა“ და მის თანმდევ კანონებში ცვლილებები ახლო მომავალში მეორე მოსმენით პარლამენტის პლენარულ სესიაზე განიხილება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა