საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად
, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ფულის დამზადება - გასაღების ფაქტზე, ოთხი პირი დააკავა.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ - ერთი ბრალდებული, სისტემატურად ამზადებდა 100 და 200 ლარიან ყალბ კუპიურებს და შემდგომში, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დახმარებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში და ფიზიკურ პირებზე ასაღებდა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ - ის 212 - ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

















