logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი მღებრიშვილი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა
გიორგი მღებრიშვილი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა
11:25 29.04.2017
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს საქართველოში, იოჰანეს დიუმას შეხვდა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს და ნიდერლანდების სამეფოს სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას. განსაკუთრებით აღინიშნა წარმატებული ორმხრივი ოპერატიული თანამშრომლობა, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების ეროვნული პოლიციის მეკავშირე ოფიცრის მეშვეობით ხორციელდება.

საქართველოს შს მინისტრმა ევროპოლის ფარგლებში საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს სამართალდამცავი უწყებების სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების საფუძველზე, რომელსაც ცოტა ხნის წინ მოეწერა ხელი, საქართველოს შესაძლებლობა ექნება, ევროპოლთან და მისი მეშვეობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან კიდევ უფრო გააღრმავოს თანამშრომლობა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და უსაფრთხო კომუნიკაციის არხის საშუალებით გაცვალოს ინფორმაცია.

როგორც გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარი მეკავშირე ოფიცრის ჰააგაში წარგზავნას გეგმავს, რომელიც ნიდერლანდების სამეფოს სამართალდამცავ ორგანოებთან უშუალო, სწრაფ და ეფექტურ თანამშრომლობას უზრუნველყოფს.

საქართველოს შს მინისტრმა ნიდერლანდების სამეფოს ელჩს უწყებაში უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო, მათ შორის, მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, ასევე, კრიმინალური პოლიციის რეფორმირების, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციისა და ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის პროექტები.

შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ აქტიური გლობალიზაციის პირობებში, დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია პარტნიორი ქვეყნების მიერ ერთიანი მიდგომისა და მეთოდოლოგიის შემუშავება. გიორგი მღებრიშვილმა სტუმარს საქართველოს შსს-ს აკადემიის მიერ დაგეგმილი საერთაშორისო ტრეინინგ-პროექტები გააცნო, რომელთა ფარგლებშიც, რეგიონისა და მეზობელი ქვეყნების სამართალდამცველებისთვის სხვადასხვა სტრატეგიულ საკითხზე ერთობლივი სწავლებები განხორციელდება.

გიორგი მღებრიშვილმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით, ნიდერლანდების მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისა და ამ კუთხით შეტანილი წვლილისათვის.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა