logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი დაუმძიმდა; პროკურატურა თანამზრახველების დადგენაზე მუშაობს
დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი დაუმძიმდა; პროკურატურა თანამზრახველების დადგენაზე მუშაობს
14:44 27.04.2017
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაასრულა გამოძიება ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმეზე და არსებითი განხილვის მიზნით საქმე წარიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

ამის შესახებ განცხადებას მთავარი პროკურატურა ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" უცვლელად გთავაზობთ:

"გამოძიების ფარგლებში საქმეზე ჩატარდა 600-მდე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, დაიკითხა 70-მდე მოწმე, ჩატარებულ იქნა 20-მდე ჩხრეკა/ამოღება და 100-მდე დათვალიერება, სხვადასხვა პირებისგან ამოღებულ ელექტრონული ინფორმაციის მატარებლებზე შესწავლილ იქნა მთლიანობაში 500-მდე გბ მოცულობის ინფორმაცია. საქმეზე დაინიშნა და ჩატარდა ბიოლოგიური, ქიმიური, სამედიცინო, ტოქსიკოლოგიური, ჰაბიტოსკოპიური, ფონოსკოპიური, კალიგრაფიული, ბალისტიკური და კომპიუტერული ექსპერტიზები. შედეგად მიღებული ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური დასკვნით დადასტურდა, რომ პროკურატურის მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერები არ შეიცავს მონტაჟის ნიშნებს, არის უწყვეტი, ავთენტური და მასზე ასახულია და საუბრობს სწორედ გიორგი მამალაძე. მიღებული ქიმიური, ტოქსიკოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ ბრალდებულის ბარგიდან ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს სწრაფი მოქმედების ძლიერ შხამს - ნატრიუმის ციანიდს, რომლის ოდენობა საკმარისი იყო რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის მოსასპობად. ბალისტიკური და ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ ბრალდებულის ბინიდან ამოღებული პისტოლეტი წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებულ უნომრო ცეცხლსასროლ იარაღს, რომელიც ვარგისია გამოსაყენებლად. გარდა აღნიშნულისა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებს გაეგზავნათ შუამდგომლობები სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ.
მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საქმე გვაქვს ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით - განზრახ მკვლელობის მომზადებასთან, რის საფუძველზეც 2017 წლის 26 აპრილს, გიორგი მამალაძეს დაუმძიმდა ბრალდება სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მომზადებას ანგარებით.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წლის ნოემბრიდან გიორგი მამალაძე მუშაობდა საქართველოს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსად. მუშაობისას მას უარყოფითი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილთან. 2016 წლის 4 იანვარს გიორგი მამალაძე გათავისუფლებული იქნა საქართველოს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან, რაც მან შორენა თეთრუაშვილის დაუკავშირა, თუმცა ამავდროულად დაინიშნა ხსენებული სამსახურის უფროსის მოადგილის და შპს „საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორის თანამდებობებზე.
მიუხედავად საქართველოს საპატრიარქოს სამსახურებში დაკავებული მაღალი, ხელმძღვანელობითი თანამდებობებისა, გიორგი მამალაძეს მიაჩნდა, რომ აღნიშნული სამსახურებრივი პოზიციები მისი პიროვნული თვისებების შეუსაბამოდ დაბალი იყო. გიორგი მამალაძე კარიერულ წინსვლად განიხილავდა უშუალოდ საქართველოს საპატრიარქოში არსებული მაღალი თანამდებობის დაკავებას, რომელიც მას შესაძლებლობას მისცემდა საპატრიარქოს სტრუქტურაში არსებულ სამოქალაქო თანამდებობებზე დაენიშნა მასთან დაკავშირებული პირები და თანამდებობიდან გამომდინარე საკუთარი ზეგავლენა გაეზარდა. ამასთან, გიორგი მამალაძე კარიერული წინსვლის დამაბრკოლებლად აღიქვამდა კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს და მიაჩნდა, რომ ეს უკანასკნელი ცდილობდა მის გათავისუფლებას სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის თანამდებობებიდან.
არსებული მატერიალური და იერარქიული მდგომარეობის შენარჩუნებისა და მომავალში კარიერული წინსვლის უზრუნველსაყოფად, გიორგი მამალაძემ ანგარებით განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა.
2017 წლის 2 თებერვალს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შორენა თეთრუაშვილთან და სხვა პირებთან ერთად სამკურნალოდ გაემგზავრა გერმანიაში. გიორგი მამალაძემ აღნიშნული ფაქტი მიიჩნია ხელსაყრელ ვითარებად, ვინაიდან უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შეინიღბებოდა მისი განზრახვა, ამავდროულად მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებით გამოწვეული სიკვდილის მიზეზისა და დანაშაულის ჩამდენი პირის დადგენა გართულდებოდა საგრძნობლად. გიორგი მამალაძემ უმოკლეს ვადაში შეიძინა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი 0,8740 გრამი მომწამვლელი ნივთიერება „ნატრიუმის ციანიდი“-ს შემცველი ფხვნილი. 2017 წლის 10 თებერვალს, გერმანიაში გამგზავრებამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გიორგი მამალაძე დაკავებულ იქნა, ხოლო მისი ბარგის დათვალიერებისას ამოღებულ იქნა ფარულად შენახული, მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი მომწამვლელი ნივთიერება „ნატრიუმის ციანიდი“.
ამდენად როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებული განზრახ მკვლელობას ამზადებდა ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით. აქედან გამომდინარე, საქმე სასამართლოში წარიმართა სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
გარდა აღნიშნულისა, გიორგი მამალაძეს ბრალი წარდგენილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

წინასასამართლოს სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2017 წლის 5 მაისს გაიმართება.

საქმე სასამართლოში წარიმართა გიორგი მამალაძის ბრალდების ნაწილში, თუმცა გამოყოფილ საქმეზე პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას. არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით მიმდინარეობს რამდენიმე ვერსიაზე მუშაობა, მათ შორის დაგეგმილი შესაძლო დანაშაულის სხვა ობიექტების და ბრალდებულ გ.მამალაძის სავარაუდო თანამზრახველების დადგენის მიზნით"-ნათქვამია განცხადებაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა