საბაჟო გამშვებ პუნქტში„სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე
ოფიცრებმა, უკრაინის მოქალაქის, ა.მ. -ს კუთვნილი ბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები, კერძოდ, 2 ცალი ოქროს ზოდი და 1 ცალი ოქროს საყურე (საერთო წონა 204.22გრ.) აღმოაჩინეს.
საქონლის საბაჟო ღირებულებამ 20,985.81 ლარი შეადგინა. საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
ასევე დიდი ოდენობით ოქროსნაკეთობების ( წონა1908.3 გრ.) ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის კიდევერთი ფაქტი სგპ კარწახში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, სომხეთის მოქალაქის, ს.ი.-ს ავტომანქანის ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას გამოვლინდა.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

















