logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ მართლმსაჯულების სტრატეგიის შეფასებისას სისტემაში არსებულ სამ პრობლემაზე ისაუბრეს
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ მართლმსაჯულების სტრატეგიის შეფასებისას სისტემაში არსებულ სამ პრობლემაზე ისაუბრეს
14:38 20.04.2017
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა” საქართველოს უზენაესს სასამართლოში, მართლმსაჯულების სტრატეგიის სამუშაო ვერსიის თაობაზე გამართულ სადისკუსიო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და წარმოდგენილ დოკუმენტთან „სასამართლო სისტემის სტრატეგია 2017-2021 წლებისთვის“ დაკავშირებით, სამ აქტუალურ საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი უარღესად საჭიროა სასამართლო სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, მის სულისკვეთებას ორგანიზაცია სრულად იზიარებს. არჩილ კაიკაციშვილის თქმით, საერთო სასამართლოებში პრობლემურ საკითხად რჩება შემდეგი ფაქტების არსებობა:

1. საერთო სასამართლოებში სამართალწარმოების ვადების დარღვევის საკითხთან ერთად, კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენს მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების პროცესის მონაწილე მხარეების მიმართ მიწოდება. გახშირებულია პრაქტიკა, როდესაც გადაწყვეტილებები მიღებულია, თუმცა გადაწყვეტილებები მხარეებს მიღებიდან 4-5 თვის შემდგომ ბარდებათ. აღნიშნული მიზეზი გახლავთ გადაწყვეტილებების მოუმზადებლობა. შესაბამისად, მართლმსაჯულების სტრატეგიამ აღნიშნულ საკითხზე მკვეთრი დათქმები უნდა გააკეთოს;

2. საერთო სასამართლოებში მისასალმებელია საქმეთა განაწილების ელექტრონული სისტემის შემოტანა, თუმცა ვიდრე აღნიშნული სისტემა პილოტური იქნება და სრულად გავრცელდება, ერთ-ერთ მძიმე პრობლემად დგას საკითხი - საქმეები, რომლებიც სისტემური დანაშაულის ნიშნებს ატარებს, როდესაც მხარეებმა შეძლეს მათზე სამართალწარმოების განახლება, დღეს ასეთ საქმეებს კვლავ ის მოსამართლეები განიხილავენ, რომლებსაც ასეთ გადაწყვეტილებებში ხელი ურევიათ. არ ხდება თვითაცილების ინსტიტუტის ამოქმედება, ხოლო მხარეები, როდესაც ასეთი მოსამართლეების საქმეებიდან აცილებას მოითხოვენ, მოთხოვნები არ კმაყოფილდება. მნიშვნელოვანია, საქმეების განახილების დროს, ელექტრონული სისტემის ამოქმედებამდე, სასამართლოს თავმჯდომარეებმა მეტი წინდახედულება და პასუხისმგებლობა გამოიჩინონ. სხვა მხრივ, რთული იქნება სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა;

1. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არაეფექტურია იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე. როდესაც საბჭოში რეგისტრირებულია მოსამართლეთა სავარაუდო კორუფციის ჩადენის ფაქტები, არ ხდება მათი განხილვა. გვაქვს პრაქტიკა, როდესაც საბჭოდან ვიღებთ წერილებს, სადაც საუბარია, რომ საჩივრების 1-წლიანი ვადის გასვლის შემდგომ, განცხადებები განუხილველი რჩება. აღნიშნული წარმოადგენს გამოწვევას და უდიდესს პრობლემას, რაც სათანადო რეაგირებას მოითხოვს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის კითხვებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ და საბჭოს წერებმა: კახაბერ სოფრომაძემ, თამარ ალანიამ და ევა გოცირიძემ უპასუხეს. მათი საერთო პოზიციით, ყველა ის საკითხი, რომელიც დასახელდა, სასამართლო სისტემის სტრატეგიის განახლებული დოკუმენტის ნაწილია, რომელზედაც მუშაობა და გათვალისწინებები გაგრძელდება.

ცნობისთვის: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, გასული წლიდან ინტენსიურად მიმდინარეობს მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი, რომელიც ხორციელდება დონორი ორგანიზაციების, „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება“ (GIZ), ევროკავშირის „სასამართლო მხარდაჭერის პროექტის“ და „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG, USAID) ჩართულობით. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, საქართველოს მთავარი პროკურატურა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, იურიდიული დახმარების სამსახური, საერთაშორისო, ადგილობრივი და დონორი ორგანიზაციები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა