logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კახიშვილი ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
კახა კახიშვილი ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
11:39 12.04.2017
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გატარებული და მიმდინარე რეფორმის საკითხზე სიტყვით გამოვიდა. მოკავშირე ქვეყნების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმები. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ნატოს შტაბ-ბინაში საქართველოდან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს იწვევენ.
შეხვედრაზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა მოკავშირეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა სისტემაში ბოლო წლებში განხორციელებული, მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი რეფორმების თაობაზე. განსაკუთრებული ყურადღება იმ სისტემურ რეფორმებზე გამახვილდა, რომლის შედეგადაც პენიტენციურ სისტემაში ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული. კერძოდ, ყურადღება იქნა გამახვილებული პატიმრების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების, მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის, პატიმრების რისკების მიხედვით კლასიფიცირების, არასრულწლოვანთა და ქალთა სასჯელაღსრულების პირობების გაუმჯობესების მიზნით გატარებულ ფართომასშტაბიან რეფორმებზე. საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება სასჯელაღსრულების სისტემაში პროფესიული განათლებისა და დასაქმების პროგრამების ამოქმედებაზე, რაც მნიშვნელოვანია მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის პროცესში. კახა კახიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს ერთგულებას ნატო-ში გაწევრიანების კურსისადმი და ხელისუფლების მზაობას მაქსიმალური ძალისხმევა გასწიოს ამ მიზნის მისაღწევად.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მოკავშირეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის რეფორმის პროცესში მოკლე ვადებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ციხეების გადატვირთულობის პრობლემის გადაჭრის მიზნით, ასევე, შინაპატიმრობის პრაქტიკის დანერგვისა და მსჯავრდებულთათვის განათლებასა და პროფესიულ მომზადებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. შეხვედრის ბოლოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა პასუხი გასცა მოკავშირეების მიერ დასმულ შეკითხვებს.

სასჯელაღსრულების მინისტრმა, ნატო-ს შტაბ-ბინაში ვიზიტის ფარგლებში, ასევე გამართა შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე ალეხანდრო ალვარგონზალესთან.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა