საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე
ოფიცრებმა, სომხეთის მოქალაქის, ა.დ.-სა და რუსეთის მოქალაქის ე.პ.-ს ავტომობილების ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი, ჯამში 5200 ღერი სიგარეტიგამოავლინეს. კანონდამრღვევ პირებს ბარგში აღმოაჩნდათ ასევე სხვა არადეკლარირებული საქონელიც: ალკოჰოლური სასმელები (კონიაკი 18 ლიტრი, ღვინო 24.75 ლიტრი), და კოსმეტიკური ლაქი(72 ც).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სომხეთის მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი და სანქციის სახით, შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეს, მას ჩამოერთვა საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

















