logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს
ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს
17:02 03.04.2017
საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე - აბდულკადირ დემირაი და ზაზა ჩეთინი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ აბდულკადირ დემირაიმ და ზაზა ჩეთინმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების დიდი ოდენობით ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლება და შემდგომში ამ თანხებისთვის კანონიერი სახის მიცემა განიზრახეს. ამ მიზნით, ა. დემირაიმ და ზ. ჩეთინმა საქართველოს ერთ-ერთ კომერციულ ბანკში გახსნეს საბანკო ანგარიში, 2016 წლის 16 და 18 ნოემბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებულ კომპანია „მარი ნჯოროგ“-ს მოტყუებით გადმოარიცხინეს 90 397 აშშ დოლარი და გადმორიცხული თანხა, იმავე დღეს, გამოიტანეს საბანკო ანგარიშიდან.
აღნიშნულის შემდგომ, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხების წარმოშობის წყაროს, მისი ნამდვილი ბუნების, განთავსებისა და რეალური მესაკუთრის შენიღბვის მიზნით, ა. დემირაიმ და ზ. ჩეთინმა, ფულადი თანხა განათავსეს სხვა საბანკო დაწესებულებაში გახსნილ ანგარიშზე და გადარიცხეს თურქეთის რესპუბლიკაში. ამ ქმედებით, ერთის მხრივ, კანონიერი სახე მისცეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ დიდი ოდენობით ფულად თანხებს, ხოლო მეორეს მხრივ, შენიღბეს მისი წარმომავლობა და რეალური მესაკუთრე. შედეგად, ზ. ჩეთინმა და ა. დემირაიმ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 90 397 აშშ დოლარის ლეგალიზება მოახდინეს.
აბდულკადირ დემირაისა და ზაზა ჩეთინს ბრალდება წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ დაპატიმრება.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან თორმეტ წლამდე ვადით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა