logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული  10 000 000 ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება დაუბრუნდებათ
დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული 10 000 000 ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება დაუბრუნდებათ
15:01 03.04.2017
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მორიგი შემაჯამებელი გადაწყვეტილებები მიიღო, რის საფუძველზეც დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული თბილისში, ე.წ. ,,დიღმის ავტობაზრობის“ ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთები დაუბრუნდებათ, ხოლო ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ცრუ ბრალდების საფუძველზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გადაისინჯება.

აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:

„დეპარტამენტის მიერ გახსნილია ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი დანაშაულებრივი ფაქტები. კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ შპს ,,თავისუფალი ვაჭრობის კომპლექსი დიღომი-93“-ს და შპს ,,ინტერსერვისს“ დიღომი-გლდანის მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. ,,დიღმის ავტობაზრობაზე“ საკუთრებაში გააჩნდათ მიწის ნაკვეთები, რომლებიც 2009 წელს ხელისუფლების ინტერესის სფეროში მოექცა.

მესაკუთრეებისთვის ზემოხსენებული ქონების ჩამორთმევის მიზნით დაიწყო გამოძიება ,,დიღომი 93“-ს და შპს ,,ინტერსერვისის“ მიმართ, გადასახადებისთვის თავის არიდების ფაქტზე, პარალელურად აუდიტის სამსახურმა დაიწყო კომპანიების საგადასახადო შემოწმება.

გამოძიების მიმდინარეობისას, 2010 წელს, სხვადასხვა დროს ,,დიღომი 93“-ის დირექტორი ტარიელ ფალავანდიშვილი და შპს ,,ინტერსერვისის“ დირექტორი გილარ დაბრუნდაშვილი დაიბარეს სამართალდამცავ უწყებაში, სადაც მათ განუმარტეს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი არ დათმობდნენ კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს, კომპანიის ხელმძღვანელ პირებს დააპატიმრებდნენ და კომპანიას დაარიცხავდნენ დიდ გადასახადებს.
კომპანიის წარმომადგენლებმა სამართალდამცავების მუქარა დამფუძნებლებს გადასცეს, რის შემდეგაც განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების და ხელოვნურად გაზრდილი და დარიცხული გადასახადების თავიდან ასაცილებლად, ცალკეულ საჯარო მოხელეთა მითითებით, შპს ,,თავისუფალი ვაჭრობის კომპლექსი დიღომი-93“-მა ე.წ. დიღმის ავტობაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მისი კუთვნილი 24184 კვ.მ მიწის ფართიდან სახელმწიფოს სასარგებლოდ იძულებით დათმო 16500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო შპს ,,ინტერსერვისმა“ 15.000 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლის შემდეგ, საგამოძიებო ორგანომ ხსენებული კომპანიების მიმართ შეწყვიტა გამოძიება.

გარდა ამისა, ახალმა დეპარტამენტმა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება აჭარის ა/რ უშიშროების სამინისტროს ბათუმის განყოფილების უფროსის ყოფილი მოადგილის ბადრი ბაკურიძის მიმართ მიიღო, რომელსაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2006 წლის 16 იანვრის განაჩენით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის საფუძველზეც გამოძიებამ ამ საქმეში მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გამოირიცხა ბადრი ბაკურიძის ბრალეულობა შერაცხულ დანაშაულში.

კერძოდ, ახალი გამოძიებით დადგინდა, რომ 2004 წელს, იმჟამინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ამოძრავებდათ ბადრი ბაკურიძის, როგორც აჭარის ა/რ უშიშროების სამსახურის მაღალჩინოსნის მიმართ გარკვეული ინტერესები.

ამ მიზნით, 2004 წლის 08 მაისს, საქართველოს უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებმა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე თავისუფლება აღუკვეთეს ბადრი ბაკურიძეს და გადაიყვანეს ე.წ. მოდულის შენობაში, სადაც 3 დღის განმავლობაში უკანონოდ ჰყავდათ დაკავებული. გათავისუფლების ერთ-ერთ პირობად მისი ოჯახის წევრების მიერ 300 000 დოლარის გადახდა დასახელდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ ოჯახის ყველა წევრის დაჭერით.

ბადრი ბაკურიძისგან თანხის გადახდაზე უარის მიღების შემდეგ, 12 მაისს შეადგინეს დაკავების ოქმი და მისი უკანონო მსჯავრდების მიზნით დაიწყეს ხელოვნურად მტკიცებულებების შეკრება, რის შედეგადაც მას წარედგინა ბრალდებები სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს სისხლის სამართლის საქმეზე თითქოს და მტკიცებულების განადგურებისთვის, რისთვისაც იგი საბოლოოდ უკანონოდ იქნა მსჯავრდებული და ბათუმში ,,კმარას“ აქტივისტების მიერ მოწყობილი შეკრების და აქციის გამართვის ხელის შეშლისთვის, თუმცა აღნიშნულ ეპიზოდში იგი გამართლდა იმავე სასამართლოს გადაწყვეტილებით.

ბადრი ბაკურიძის ცრუ ბრალდებით მსჯავრდების შემდეგ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით მის ოჯახს ჩამოერთვა ბათუმში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინა.

ამრიგად, ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბადრი ბაკურიძის მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. პროკურორის მიერ გამოტანილია დადგენილება მისი უფლების დარღვევის თაობაზე, რის საფუძველზეც პროკურატურა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით მიმართავს.

მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებების საფუძველზე პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადიგანვითარების სამინისტროს, რათა საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხსენებულ დაზარალებულ მოქალაქეებს დაუბრუნდეთ ამჟამად სახელმწიფობალანსზე რიცხული 10 000 000 ლარზე მეტი ღირებულების მათი კუთვნილი ქონება: შპს ,,თავისუფალი ვაჭრობის კომპლექსი დიღომი-93“-ს და მის წარმომადგენელს ტარიელ ფალავანდიშვილს დიღომი-გლდანის მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 16500 კვ.მ მიწის ნაკვეთი; შპს ,,ინტერსერვისს“ და მის წარმომადგენელს გილარ დაბრუნდაშვილს ამავე ადგილას მდებარე დაახლოებით 15.000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ხოლო მოქალაქე ბადრი ბაკურიძეს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე მიეცემა საშუალება დაიწყოს სამართლებრივი პროცესი უკანონოდ ჩამორთმეული საცხოვრებელი ბინის დასაბრუნებლად.

რაც შეეხებათ ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა იმსჯელებს მათ მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე.

ამ დროისთვის ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად გახსნილია ქონების იძულებით ჩამორთმევის 58 ფაქტი, დაზარალებულად ცნობილია 119 მოქალაქე, რომელთაც დაუბრუნდა და დაბრუნების პროცესშია 33 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის 72 ავტომანქანა, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო კომპლექსი, მიწის ნაკვეთები და ა.შ.“-ნათქვამია განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა