საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო” და ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე
ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (სერთო წონა 143.45 გრამი) აღმოაჩინეს.
საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 8,857.46 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში 8,857.46 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

















