საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა,
სომხეთის მოქალაქის, ა.კ-ს კუთვნილი ბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, არადეკლარირებული სიგარეტი (8400 ღერი) აღმოაჩინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს, ჩამოერთვა საქონელი და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 1,000 ლარის ოდენობით შეეფარდა.

















