logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გირგვლიანის საქმეზე დაპატიმრებულ პირთათვის პრივილეგირებული მდგომარეობის შექმნისთვის დავით ჩხიტუნიძეზე ძებნა გამოცხადდა
გირგვლიანის საქმეზე დაპატიმრებულ პირთათვის პრივილეგირებული მდგომარეობის შექმნისთვის დავით ჩხიტუნიძეზე ძებნა გამოცხადდა
17:43 28.03.2017
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე დავით ჩხიტუნიძე სამოხელეო დანაშაულის ჩადენისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ დავით ჩხიტუნიძე 2005-2009 წლებში, სხვადასხვა დროს იკავებდა საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფროსის მოადგილისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის თანამდებობებს. მან, როგორც საჯარო მოხელემ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულ პირებს: გ. ალანიას, ა. ღაჭავას, მ. ბიბილურიძესა და ა. აფციაურს მიანიჭა არაერთი უკანონო პრივილეგია და ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე არაერთხელ უკანონოდ გამოიყვანა საპატიმრო დაწესებულებიდან, რამაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

პროცესზე დაკითხული მოწმეებისა და გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია დავით ჩხიტუნიძის მიერ სამოხელეო დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მას ბრალდება წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილითა (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ერთი ეპიზოდი) და 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ორი ეპიზოდი).

სასამართლომ დავით ჩხიტუნიძის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების სამივე ეპიზოდი დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. დ. ჩხიტუნიძეს დანაშაულთა ერთობლიობით, 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის გამოყენებით, საბოლოოდ განუსაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით 1 წლითა და 6 თვის ვადით ჩამოართვა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. დავით ჩხიტუნიძე იმყოფება მიმალვაში და მის მიმართ გამოცხადებულია ძებნა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა