logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მძღოლს, რომლის დანაშაულსაც 10 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა, პატიმრობა შეეფარდა
მძღოლს, რომლის დანაშაულსაც 10 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა, პატიმრობა შეეფარდა
17:01 27.03.2017
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა და ქ.თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე ბრალდებულ თორნიკე ტუღუშს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 22 მარტს, დაახლოებით 08:25 საათზე, ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში, თორნიკე ტუღუში გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა მისი მართვის ქვეშ მყოფი „BMW"-ს მარკის ავტომობილით, რა დროსაც თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ სხვა ავტომობილს შეეჯახა, რომელმაც დაკარგა მართვა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და ქვეითთათვის განკუთვნილ ტროტუარზე მყოფ ნანა ოჩიგავასა და მის რვა წლის შვილს შეეჯახა. ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, მცირეწლოვანი გოგონა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ნანა ოჩიგავა მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

საქმეზე ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები: დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, დაიკითხნენ მოწმეები, მოპოვებული იქნა შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო და ნარკოლოგიური ექსპერტიზები, ჩატარდა სატრანსპორტო-ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზა, რომელიც ადგენს ავტომანქანის ტექნიკურ გამართულობას, ავარიის მექანიზმს და მონაწილე მძღოლის ბრალეულობას, ხოლო საექსპერტო კვლევების ჩატარებას სჭირდება გარკვეული დრო. 2017 წლის 23 მარტის ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეული იყო თორნიკე ტუღუშის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის შედეგად.

2017 წლის 24 მარტს, თორნიკე ტუღუშის დაკავების შუამდგომლობით პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. 2017 წლის 25 მარტს თორნიკე ტუღუში სასამართლო განჩინების საფუძველზე დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით და 26 მარტს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილებით, (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაცგამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე ითვალისწინებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა