logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პენიტენციურ სისტემაში ტუბერკულოზის შემთხვევებმა მკვეთრად იკლო
პენიტენციურ სისტემაში ტუბერკულოზის შემთხვევებმა მკვეთრად იკლო
19:48 24.03.2017
მსოფლიოში 24 მარტს ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველოს პენიტენციური სისტემა ჩართულია ტუბერკულოზთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამაში და ყველა ის სერვისი, რაც მიეწოდებათ ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებს სამოქალაქო სექტორში, (გამოკვლევები, მკურნალობის ტაქტიკა, მედიკამენტები), ხელმისაწვდომია პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პაციენტებისთვისაც.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში ამჟამად, ტუბერკულოზით დაავადებული 70 მსჯავრდებული/ბრალდებული მკურნალობს, რომელთაც დაავადების სხვადასხვა ფორმა აღენიშნებათ. მათი უმეტესობა განთავსებულია N19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში, რომელიც რეაბილიტირებული სახით 2013 წლიდან ფუნქციონირებს და თანამდროვე სტანდარტების შესაბამისად არის აღჭურვილი.

N19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ფუქციონირებს ორი ამბულატორიული და სტაციონარული განყოფილებები, რომლებიც ტუბერკულოზის სენსიტიური და რეზისტენტული ფორმებით დაავადებულ პაციენტებს ემსახურება. პაციენტები დაავადების ფორმების შესაბამისად არიან სეპარირებული. ცენტრში ბრალდებულების/მსჯავრდებულებისთვის ხელმისაწვდომია სტომატოლოგიური მომსახურება. ასევე, დაწესებულებაში ხელმისაწვდომია ისეთი დიაგნოსტიკური კვლევები, როგორიცაა: სპირომეტრია, ულტრასონოგრაფია, აუდიომეტრია, რენტგენოგრაფია. რეგისტრირებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაავადების მართვა და მკურნალობა ხორციელდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული რეკომენდაციებისა და ქვეყანაში აღიარებული უახლესი გაიდლაინების და პროტოკოლების შესაბამისად, განახლებული სქემითა და უახლესი თაობის მედიკამენტებით.

პენიტენციური ჯანდაცვის სისტემაში ფუნქციონირებს ლაბორატორია, სადაც 2015 წლიდან შესაძლებელია ტუბერკულოზის დიაგნოსტირება „GENEXPERT”–ის აპარატით. დიაგნოსტირების ეს ფორმა შედეგის სწრაფად მიღებას უზრუნველყოფს, კერძოდ, 2 თვის ნაცვლად, ტუბერკულოზის დიაგნოსტირება ხდება 24 საათში. დაავადების ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირება და მკურნალობის პროცესში დროულად ჩართვა ტუბერკულოზის გავრცელების თავიდან აცილებას და მკურნალობის ეფექტურ შედეგს უწყობს ხელს.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ყველა მსჯავრდებულს/ბრალდებულს პენიტენციურ დაწესებულებებში მოხვედრისას სამედიცინო შემოწმება უტარდება. სავალდებულო სამედიცინო შემოწმება მოიცავს ტესტს ტუბერკულოზზე. ასევე, ტუბერკულოზით დაავადებული ბრალდებულების/მსჯავრდებულებისთვის პენიტენციურ სისტემაში ხელმისაწვდომია კვების სპეციალური რაციონი.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ ტუბერკულოზის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად პენიტენციურ სისტემაში 2013 წლიდან მნიშვნელოვნად შემცირდა ტუბერკულოზის ახლადგამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა, მაგალითად, 2012 წელთან შედარებით 2016 წელს ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების რაოდენობა 90%-ითაა შემცირებული:

2012 წელს ახალი შემთხვევის რაოდენობა - 457
2013 წელს ახალი შემთხვევის რაოდენობა - 99
2014 წელს ახალი შემთხვევის რაოდენობა - 66
2015 წელს ახალი შემთხვევის რაოდენობა - 56
2016 წელს ახალი შემთხვევის რაოდენობა - 45

აღსანიშნავია, რომ გატარებული ღონისძიებების შედეგად, 2013 წლიდან დღემდე, პენიტენციურ სისტემაში ტუბერკულოზით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა