საქართველოს პროკურატურამ შსს-ს აკადემიასთან ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმა.
მემორანდუმს ხელი მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ და შსს-ს აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ მოაწერეს. ღონისძიების ფარგლებში, გიორგი გოგაძემ და გივი მიქანაძემ სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზეც ისაუბრეს. ორმხრივი პროექტების მიზანი უწყებების შესაძლებლობების გაძლიერება და სამართალდამცველთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობაა.
მემორანდუმი ითვალისწინებს: ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, სემინარების, საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას; სასწავლო პროგრამების, სახელმძღვანელოებისა და პუბლიკაციების მომზადებას. ამასთან, პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები აკადემიის სტუდენტებისთვის გამართავენ პერიოდულ საჯარო ლექციებს. წარმატებულ სტუდენტებს, ასევე მიეცემათ პროკურატურაში პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა.

















