logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
როსტოს (ლევან როსტოშვილი) და ლაშა კურტანიძის საქმის შესახებ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
როსტოს (ლევან როსტოშვილი) და ლაშა კურტანიძის საქმის შესახებ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
11:25 24.03.2017
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა-შენახვისთვის ლევან როსტოშვილი და ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით შეძენა-შენახვისთვის ლაშა კურტანიძე დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ლევან როსტოშვილმა და ლაშა კურტანიძემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს 43,0381 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა (მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი).

2016 წლის 5 მაისს სამართალდამცველების მიერ ქ.თბილისში ვაჟა–ფშაველას გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული იქნენ ლევან როსტოშვილი და ლაშა კურტანიძე. ლევან როსტოშვილის ავტომანქანის ჩხრეკისას, რომლითაც აღნიშნული პირები გადაადგილდებოდნენ, ამოღებული იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 42,9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა ფხვნილის, კრისტალების და 136 აბის სახით. ხოლო ლაშა კურტანიძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა დიდი ოდენობით 0,0857 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა“-აცხადებენ პროკურატურაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან როსტოშვილი დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა-შენახვა) და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ამავე განაჩენით სასამართლომ ლაშა კურტანიძე დამნაშავედ სცნო 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით შეძენა-შენახვა) და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ლევან როსტოშვილი და ლაშა კურტანიძე პატიმრობაში სასამართლო დარბაზიდან იქნენ აყვანილი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა