logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
სამსახურეობრივი ვალდებულებების შესრულებისას კიდევ რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა
სამსახურეობრივი ვალდებულებების შესრულებისას კიდევ რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა
16:03 23.03.2017
„გავრცელებული ინფორმაციით, 2017 წლის 15 მარტს თბილისში მშენებლობაზე დაიღუპა მუშა, რომელიც ლიფტის შახტაში ჩავარდა. 2017 წლის 21 მარტს, ბათუმში მშენებლობიდან გადმოვარდა მუშა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა“-ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ომბუდსმენის თქმით, ეს ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფოში არ არსებობს ეფექტური მექანიზმი, რომელიც მძიმე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფს.
„შსს-ს მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის განმავლობაში სამუშაოს შესრულებისას დაიღუპა 53 და დაშავდა 85 ადამიანი.
სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა პარლამენტს და მთავრობას, რომ აუცილებელია შეიქმნას უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებით სრულყოფილი რეგულაციები და განხორციელდეს მათი შესრულების მკაცრი მონიტორინგი, რომელიც მინიმუმადე შეამცირებს სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას, თუმცა სახელმწიფოს არავითარი ქმედითი და ეფექტური ნაბიჯები არ გადაუდგამს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული რეკომენდაციის შესრულების შემთხვევაში, თავიდან იქნებოდა აცილებული სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა შემთხვევების ნაწილი მაინც. იმის მიუხედავად, რომ სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა წლიდან წლამდე მზარდია, სახელმწიფო ამ ტრაგიკული შემთხვევების პრევენციის მიზნით მაინც არ დგამს ქმედით ნაბიჯებს და არ ქმნის კონტროლის ეფექტური მექანიზმებით აღჭურვილ შრომის ინსპექციას.
სახელმწიფოს რეაგირება შემოიფარგლება მხოლოდ ფატალური შედეგის დადგომის შემდეგ პასუხისმგებელი პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემით. ამ შემთხვევაშიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით. რაც, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს პრევენციას. პრევენციის პოლიტიკის გარეშე კი მსგავსი შემთხვევების მნიშვნელოვანი შემცირება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება“-აცხადებს ომბუდსმენი.
მისივე შეფასებით, პასუხისმგებლობა არამხოლოდ სამშენებლო კომპანიებს, არამედ სახელმწიფოსაც ეკისრება. საჭიროა შეიქმნას შრომის უსაფრთხოების წესების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანო - შრომის ინსპექცია და მათი დარღვევისთვის შესაბამისი სანქციები განისაზღვროს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა