საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, „სურსათის ეროვნული სააგენტოს,“ კახეთის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომელი დააკავა.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქრთამის სანაცვლოდ, არ განახორციელა მასზედ დაკისრებული მოვალეობა, კერძოდ - ცხოველის საკვები უვნებლობის, ჰიგიენური და ვეტერინალურ - სანიტარული მოთხოვნებისა და წესების დაცვაზე სახელმწიფო კონტროლი და მოქალაქეზე გასცა ყალბი ვეტერინარული მოწმობები (ფორმა #2).
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6 -დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

















