თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედო ჰოსპიტალში ხანგრძლივი მკურნალობისა და
მედიკოსების ძალისხმევის მიუხედავად, უფლისციხის სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურე, 1998 წელს დაბადებული ბადრი შავაძე გარდაიცვალა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შავაძე, ა/წ 28 თებერვალს განწესში ყოფნის დროს, გასროლის შედეგად მიღებული მძიმე დაზიანებით, გორის სამხედო ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მოათავსეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიებას თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უთანაგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს. მინისტრის გადაწყვეტილებით, უწყება სამხედრო მოსამსახურის ოჯახს, ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს.

















