logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
შინაგან საქმეთა სამინისტრო: მსგავსი განცხადებები მხოლოდ შსს-ს დისკრედიტაციას და კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება
შინაგან საქმეთა სამინისტრო: მსგავსი განცხადებები მხოლოდ შსს-ს დისკრედიტაციას და კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება
19:56 21.03.2017
გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბერა ივანიშვილთან დაკავშირებული ინციდენტის გამო შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოდან 9 თანამშრომელი იქნა დათხოვნილი, შინაგანი უწყება განცხადებით პასუხობს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:
„გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ბერა ივანიშვილთან დაკავშირებული ინციდენტის გამო შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოდან დათხოვნილი იქნა 9 თანამშრომელი.

აღნიშნული ინფორმაცია სრული სიცრუეა. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არც ერთ სამმართველოში ბერა ივანიშვილთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია და არ ფიქსირდება არც ერთი ფაქტი, რომელსაც აღნიშნულ პირთან რაიმე სახით შემხებლობა ექნებოდა.

ამასთან, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოდან დათხოვნილი იქნა 9 თანამშრომელი.

აქვე განვმარტავთ, რომ პოლიციის დეპარტამენტებსა და სამმართველოებში, ოპერატიული საქმიანობის სპეციფიკიდან და სხვა ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, საკადრო გადაადგილებები პერიოდულად ხორციელდება.

ამასთან, შევნიშნავთ, რომ არც ერთ პირს, ვინც თითქოსდა მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მედიასაშუალებებით კომენტარს აკეთებს, არანაირი შეხება არ აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მსგავსი განცხადებები მხოლოდ შსს-ს დისკრედიტაციას და კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება“-აცხადებენ სამინისტროში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა