„საზოგადოება 2030“-ის ხელმძღვანელი, გიორგი მამულაშვილი მესაზღვრეებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
„ჩვენო საამაყო მესაზღვრეებო, გილოცავთ მესაზღვრის დღეს. მესაზღვრის პროფესია ყოველთვის ასოცირდება გამძლეობასთან, ერთგულებასთან, სიმამაცესა და სამშობლოს სიყვარულთან. სწორედ თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის საზღვარს ოცდაოთხი საათის განმავლობაში, წელიწადის ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ მეტეოროლოგიურ პირობებში იცავთ. სწორედ მესაზღვრეების დიდი დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენ გვეძლევა ქვეყნის განვითარების შესაძლებლობა სტაბილურ გარემოში.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ მესაზღვრეს, გადავუხადო მადლობა ქვეყნისა და ხალხის სამსახურში ყოფნისათვის. ასევე, დავადასტურო ჩემი პატივისცემა ამ პროფესიის მიმართ. იყო მესაზღვრე, გმირობის ტოლფასია. გისურვებთ გაძლიერებას, წარმატებებსა და კეთილდღეობას“-აცხადებს მამულაშვილი.

















