logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პრემიერმა მესაზღვრეებს პროფესიული დღე თუშეთში მიულოცა
პრემიერმა მესაზღვრეებს პროფესიული დღე თუშეთში მიულოცა
10:37 21.03.2017
პრემიერ-მინისტრი საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ომალოს სასაზღვრო სექტორზე იმყოფებოდა. გიორგი კვირიკაშვილი შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მე-5 სამმართველოს (ლაგოდეხი) მე-7 სასაზღვრო სექტორის მესაზღვრეებს შეხვდა და მათ სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს მიულოცა მესაზღვრის დღე, რომელიც 21 მარტს აღინიშნება. მან მადლობა გადაუხადა მესაზღვრეებს გაწეული სამსახურისთვის, სამშობლოს დაცვისთვის, ვაჟკაცობისა და ამტანობისთვის.
"თქვენ დგახართ ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების სადარაჯოზე და საქართველოს მიწა-წყალს იცავთ. არ არსებობს ამაზე საპატიო მისია, ვიდრე ემსახურო შენს ქვეყანას. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ერთგული გუშაგები. საქართველოს სახელით, მადლობას გიხდით სამშობლოს სამსახურისთვის, ჩვენი სიმშვიდისთვის. გისურვებთ დღეგრძელობას, საქართველოს გაძლიერებას, თქვენი ოჯახების კეთილდღეობას," - განაცხადა პრემიერმა მესაზღვრეებთან შეხვედრისას.
ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი დიკლოში იმ მესაზღვრეებს შეხვდა, რომლებიც N7 სასაზღვრო სექტორის დროებით სასაზღვრო პოსტზე მსახურობენ. გიორგი კვირიკაშვილმა მათ ასევე მიულოცა პროფესიული დღესასწაული.
შსს-ს სასაზღვრო პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს ხუთწლიან მოდერნიზაციის, სტანდარტიზაციისა და უნიფიკაციის პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს სასაზღვრო პოლიციის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვას, ინფრასტრუქტურის განახლებას, საზღვაო ფლოტისა და ავიაციის საშუალებების მოდერნიზაციას. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, განახლდა სატრანსპორტო საშუალებები, პერსონალური აღჭურვილობა, გაუმჯობესდა სასაზღვრო პოლიციის კომუნიკაციისა და ინფორმაციის სისტემები.
თუშეთში მყოფი პრემიერ-მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა და მათი პრობლემების შესახებ მოისმინა. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, იწყება თუშეთის გზის მშენებლობა, რაც უმნიშვნელოვანესია მთა-თუშეთის განვითარებისთვის; ხორციელდება მთელი რიგი სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად; ასევე დაგეგმილია წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა და ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა