logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
უზენაესმა სასამართლომ ყაჩაღობაში მსჯავრდებული გაამართლა
უზენაესმა სასამართლომ ყაჩაღობაში მსჯავრდებული გაამართლა
16:33 20.03.2017
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ ყაჩაღობაში მსჯავრდებული ტარიელ პაგაშვილი უდანაშაულოდ სცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წის 21 ივლისის განაჩენით, ტარიელ პაგაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლითა (ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარება) და 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის), რისთვისაც მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

განაჩენით დადგინდა, რომ წარსულში ორჯერ ნასამართლევმა ტარიელ პაგაშვილმა დააყაჩაღა ვარკეთილში მდებარე ფსიქოტროპული აფთიაქი, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და ფულად თანხასა და ფსიქოტროპულ მედიკამენტებს. ასევე, დაკავების შემდეგ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევით ტარიელ პაგაშვილს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 28 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებულ ტარიელ პაგაშვილის ადვოკატმა საკასაციო საჩივრით ითხოვა ტარიელ პაგაშვილის გამართლება ყაჩაღობაში, ხოლო ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ნაწილში დაცვის მხარეს განაჩენი არ გაუსაჩივრებია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 მარტის განაჩენით, მსჯავრდებული ტარიელ პაგაშვილი უდანაშაულოდ სცნო და გაამართლა საქართველოს სსკ–ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან საკსაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებდა პირის დამნაშავედ ცნობისთვის აუცილებელ სამართლებრივ - გონივრულ ეჭვს მიღმა-სტანდარტს.

მსჯავრდებულ ტარიელ პაგაშვილს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი, რაც პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით ჩაეთვალა მოხდილად და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა