logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
შრომითი ექსპლუატაციის თემაზე პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის ერთობლივი ტრენინგი ჩატარდა
შრომითი ექსპლუატაციის თემაზე პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის ერთობლივი ტრენინგი ჩატარდა
00:15 18.03.2017
საქართველოს მთავარ პროკურატურაში შრომითი ექსპლუატაციის თემაზე, პროკურორებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებისთვის ერთობლივი ტრენინგი ჩატარდა. პროექტი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) თანამშრომლობითა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით განხორციელდა.
სასწავლო პროცესს დიდი ბრიტანეთიდან მოწვეული ექსპერტი ბერნარდ ჩარლს გრავეტი უძღვებოდა. კურსი მიზნად ისახავდა სამართალდამცავთა კვალიფიკაციის ამაღლებას ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ბავშვთა შრომით ექსპლუატაციაზე. 3-დღიანი ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ: ტრეფიკინგის მსხვერპლის იდენტიფიცირებას, მსხვერპლის მხარდაჭერას, სპეციალურ საგამოძიებო ტექნიკებს, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების თავისებურებებს, მტკიცებულებათა მოპოვებისა და შეფასების მეთოდების სტანდარტებს, სამართალდამცავ უწყებებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
თბილისის პროკურატურისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად, სასწავლო პროცესში ჩართულნი იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებისა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები.
ტრენინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ.
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. ერთობლივი ტრენინგების მიზანია სამართალდამცავ უწყებებს შორის ერთიანი მიდგომის ფორმირება და კოორდინაციის ზრდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა