საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, აზერბაიჯანის
მოქალაქის, ფ.დ.-ს ეჭვის საფუძველზე ფიზიკური დათვალიერებისას, 14 ცალი არადეკლარირებული მობილური ტელეფონი აღმოაჩინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 5246 ლარის ოდენობით შეეფარდა.

















