logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კახიშვილმა პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარადგინა
კახა კახიშვილმა პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარადგინა
11:04 14.03.2017
პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პირველი მოსმენით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. „პატიმრობის კოდექსში“ ცვლილებები და მისგან გამომდინარე კანონპროექტები დეპუტატებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა წარუდგინა.

მინისტრმა ცვლილებათა პაკეტის ძირითად მიზნებზე ისაუბრა და ის სიახლეები წარადგინა, რომლის დანერგვაც წარდგენილი ცვლილებების ფარგლებში იგეგმება. მისი განცხადებით, 2012 წლიდან პენიტენციურ სისტემაში დაწყებული რეფორმა გრძელდება, რომლის მიზანია ადამიანის უფლებათა დაცვის უფრო მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა, სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობა.

კახა კახიშვილის განცხადებით, მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებებით იქმნება ახალი ტიპის - გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; სრულწლოვანი ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულთათვის ინერგება არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე - შინაპატიმრობა; მცირდება დისციპლინური პატიმრობის ვადები; დაბალი რისკისა და გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს საშუალება მიეცემათ სასჯელის მოხდის პერიოდში მიიღონ უმაღლესი განათლება; იხვეწება მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან დაკავშირებით ადგილობრივი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი; მსჯავრდებულ დედებს, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებში სამ წალმდე ასაკის შვილებთან ერთად იმყოფებიან, საშუალება მეცემათ, სამი წლის ასაკის მიღწევის გამო დაწესებულებიდან ბავშვის გაყვანის შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში უქმე დღეებზე დაწესებულება დატოვონ და ეს დრო შვილებთან ერთად გაატარონ. გარდა ამისა, ცვლილებათა პაკეტით გათვალისწინებულია სიახლეები მსჯავრდებულთა მიერ ტელევიზორით სარგებლობის უფლებასთან, მსჯავრდებულის ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების; სასჯელის აღსრულების გადავადების; უვადოდ თავისუფლება აღკვეთილი პირისთვის პატიმრობის სხვა სახის სასჯელით შეცვლის; დაწესებულების გარე პერიმეტრთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

მინისტრის განმარტებით, შეთავაზებული ცვლილებებით რეფორმა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის.

„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში ძირეული რეფორმები 2012 წლიდან დაიწყო. ახალი, მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებებით ჩვენ მსჯავრდებულებს უპრეცედენტო ტიპის სერვისებს ვთავაზობთ, მაგალითად, უმაღლესი განათლების მიღების უფლების მინიჭება მსჯავრდებულთათვის, გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულების შექმნა, სადაც მათთვის სხვადასხვა სახის პროგრამები იქნება ხელმისაწვდომი; შინაპატიმრობა და სხვა. ყოველივე ეს, მათ საზოგადოებაში ადაპტაციასა და რესოციალიზაციას შეუწყობს ხელს. ასევე, დარწმუნებული ვარ, შინაპატიმრობის შემოღება პატიმართა რაოდენობას შეამცირებს. ძალიან კარგი ინიციატივებია და ვიმედოვნებ, პარლამენტი მხარს დაუჭერს. მით უმეტეს, რომ გავიზიარეთ ძირითადი რეკომენდაციებისა და შენიშვნების უმეტესობა, რომელიც საპარლამენტო კომიტეტების, სახალხო დამცველის აპარატისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იქნა წარმოდგენილი“, - განაცხადა მინისტრმა.

სხდომაზე დეპუტატებმა, ასევე, სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა წარდგენილი ცვლილებების ძირითადი ნაწილი და დაგეგმილი სიახლეები დადებითად შეაფასეს. ამავდროულდ, სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნები, მოსაზრებები და რეკომენდაციები წარადგინეს. მინისტრმა მათ შეკითხვებს უპასუხა და კონკრეტული წინადადებისა და რეკომენდაციების განხილვისა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას შეფასებით, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები უდავოდ პროგრესული ნაბიჯია, რომელიც პენიტენციურ სისტემაში უფლებრივი მდგომარების კუთხით უკეთესი სტანდარტის დამკვირდების შესაძლებლობას იძლევა. მან დადებითად შეაფასა დისციპლინური პატიმრობის ვადების შემცირების, მსჯავრდებულთათვის უმაღლესი განათლების უფლების მინიჭების შესახებ და სხვა ინიციატივები და აღნიშნა, რომ ფორმულირებების დაზუსტებების შემდეგ, საკითხზე პირველი მოსმენით კენჭისყრა კომიტეტის მომდევნო სხდომაზე გაიმართება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა