logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„ახალგაზრდა ადვოკატები“: ვინმეს დასჯამდე აჭარის მოვლენები საფუძვლიან შესწავლას და ანალიზს მოითხოვს
„ახალგაზრდა ადვოკატები“: ვინმეს დასჯამდე აჭარის მოვლენები საფუძვლიან შესწავლას და ანალიზს მოითხოვს
14:28 13.03.2017
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ 2017 წლის 11–12 მარტს აჭარის რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს და მომხდარ ფაქტზე სამართლებრივ, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ დიალოგის უზრუნველყოფას მოითხოვს, რომელიც დაადგენს ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის სოციალურ მიზეზებს, სამართლებრივ კვალიფიკაციას მისცემს განხორციელებულ ქმედებებსა და გამოკვეთს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას, საპარლამენტო უმცირესობასა და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა შორის.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოითხოვს, დაჩაქრდეს საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება და სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვით, პასუხისგებაში მიეცეს ყველა მოქალაქე, რომელმაც მოსახლეობის გამოხატვის თავისუფლება საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა და უშუალოდ განახორციელა მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი გზით განვითარება.

„მიგვაჩნია, რომ დაუყოვნებლივ შესწავლას და გამოვლენას მოითხოვს მოსახლეობის შეხდულებები, რომელიც უკავშირდება არამხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადმინისტრაციული ჯარიმების გამოყენების მიზანშეწონილობას და სიხშირეს, არამედ მათი მხრიდან მოქალაქეების მიმართ მოპყრობას და იმ სავარაუდო გამონათქვამებს, რომელიც ხაზს უსმევს აჭარაში მცხოვრები მოქალაქეების რელიგიურ, კუთხურ თუ ქსენოფობიურ შედარებებს“-აცხადებენ „ახალგაზრდა ადვოკატები“.

ამასთან, ორგანიზაცია მკაცრად გმობს პოლიციის, როგორც ინსტიტუციის მიმართ, განზრახი დაუმორჩილებლობისა და დისკრედიტაციის მცდელობებს, რომელიც არ ემსახურება სამოქალაქო მშვიდობას და რეგიონის განვითარებას. სწორედ ამ პროცესში, პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს სახელმწიფომ და იმ პოლიტიკოსებმა, რომლებსაც მოსახლეობასა და ინსტიტუციებს შორის, სრულფასოვანი დიალოგის უზრუნველყოფა შეუძლია.

ორგანიზაციის შეფასებით, აჭარის მოვლენებში, სახელმწიფომ თავისი პოზიტიური ვალდებულება შეასრულა, აშკარა იყო ფრთხილი და ზომიერი დამოკიდებულება მოვლენებში მონაწილე მოქალაქეების მიმართ, რაც იგივეს თქმა არ შეიძლება საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების, ცალკეული მედია–საშუალებების წამყეზებელი ტონისა და პოლიტიკოსების მიმართ. მიგვაჩნია, რომ სწორედ სახელმწიფოს ფრთხილი დამოკიდებულების გამო, დროულად არ იქნა აღკკვეთილი ბათუმის ქუჩების დარბევის პროცესი, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა მთლიანად საზოგადოებას.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიმართავს ხელისუფლებას და მოითხოვს აჭარის მოვლენების ობიექტურ, გამჭვირვალე და მიუკერძოებელ გამოძიებას. მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია დასმულ საკითხებზე პირუთვნელი მსჯელობა და სათანდო დასკვნების გამოტანა, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, ვიდრე აჭარის მოვლენების მხოლოდ პოლიტიკურ მიზნებზე აქცენტის გაკეთება, რაც შესაძლებელია რეგიონის სპეციფიკიდან გამომიდინარე, სხვა დროს, ახალი მღელვარების მიზეზიც გახდეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა