ბათუმში აქციაზე დაკავებულ 7 პირს ხუთდღიანი პატიმრობა შეეფარდა, დანარჩენი 9 კი გაათავისუფლეს, მათ შორის სამი
არასრულწლოვანია.
ამის შესახებ გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიღო. უწყებამ სულ 16 პირის საქმე განიხილა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული 40 ადამიანიდან, 7-ის გარდა, ყველა ხელწერილით გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, რომ 11-12 მარტს ბათუმშ აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

















