მკვლელობის მომზადების მცდელობაში ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის დაკითხვა დღეს განახლდება.
პროკურატურის წარმომადგენლები სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში ცოტა ხნის წინ მივიდნენ.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზი ე.წ. ციანიდის საქმეზეა ბრალდებული. მისი დაკითხვა რამდენჯერმე მოხდა, თუმცა არ დასრულებულა. მამა გიორგი მამალაძე დაკითხვის განახლებაზე მას შემდეგ დათანხმდა, რაც ძალოვნებმა მისი ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფი ზომები მიიღეს.

















